"შესაძლო თანამზრახველების ან დამხმარეების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ“, - განაცხადა მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ბრალდებული დღეს, ღამით სასამართლოს წინაშე წარდგება.
გერმანიის პოლიციის ცნობით, საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის "ბორუსიაზე" თავდასხმაში 28 წლის რუსი მამაკაცია ეჭვმიტანილი. Spiegel Online-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი სახელად სერგეი ბ. 20 აპრილს, გამთენიისას დააკავეს.
გერმანიის გენერალური პროკურატურის ცნობით, სერგეი ბ.-ს ორმაგი მოქალაქეობა აქვს- რუსეთისა და გერმანიის.
მას ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება. გერმანიის პროკურატურის ცნობით, 11 აპრილს ეჭვმიტანილმა „დორტმუნდის“ კლუბის 15 ათასი აქცია იყიდა. არსებული ინფორმაციით, ე.წ ფასიანი ქაღალდები მან 78 ათას ევროდ შეიძინა და 4 მილიონამდე ევროს შემოსავალი უნდა მიეღო.
ფიფას და უეფას წარმომადგენლებმა თავდასხმის ფაქტი დაგმეს და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვეს.
გერმანელმა პოლიტიკოსებმა, კერძოდ, გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციის უფროსმა, პიტერ ალტმაიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, თომას დე მაიზიერმა თავდასხმის ფაქტი ასევე დაგმეს და ფეხბურთელებს მხარდაჭერა აღუთქვეს.
"OPCW-ი შეაფასებს სიტუაციას და განიხილავს სამომავლო ნაბიჯებს, მათ შორის დუმაში მორიგი ვიზიტის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში. სირიის ქალაქში ამოღებული ნიმუშები ნორვეგიაში OPCW-ის ლაბორატორიაში გაიგზავნება და შემდეგ ორგანიზაციის...