ომბუდსმენი: ქვეყანაში უნდა არსებობდეს რეალური შრომის ინსპექცია

თაკო პაატაშვილი

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული არაადეკვატური სამუშაო პირობების გამო ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა. 

მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში საუბრობდა რეალური შრომის ინსპექციის შექმნაზე, თუმცა ამ თვალსაზრისით მდგომარეობა არა გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა. 

"ჩვენ წლების განმავლობაში ვაფიქსირებდით არაერთ სამწუხარო ფაქტს, როდესაც ასობით ადამიანი გარდაიცვალა სწორედ იმის გამო, რომ ძალიან ბევრ სამუშაო ადგილას არაადეკვატური სამუშაო პირობებია. გასულ წელს 58 ადამიანი გარდაიცვალა სწორედ იმის გამო, რომ სამუშაო ადგილებზე მინიმალური სატნდარტები არ არის დაცული. 

სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს და დაიცვას თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აქედან გამომდინარე, ეს ვალდებულება, რომელიც აკისრია სახწელმწიფოს, სავალდებულო შესასრულებელია. ამავე დროს ბიზნესისთვისაც გაცილებით უპრიანი უნდა იყოს ქვეყანაში ისეთი პირობების შექმნა, რომელიც მსგავსი შემტხვევებისგან დაგვიცავს და პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები საბოლოო ჯამში შესაძლებელია ბიზნესისთვის იყოს გაცილებით იაფი, ვიდრე ის კომპენსაციები, რომელთა გაცემას ბიზნესის წარმომადგენლებს უწევთ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე. 

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს გათვალისწინებული იყოს, რადგან გაცილებით მეტი უჯდება ბიზნესს თითოეული ასეთი უბედური შემთხვევის დროს კომპენსაციის გაცემა, ვიდრე ის პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომელსაც წლების განმავლობაში მოვითხოვთ",- აღნიშნა ნანუაშვილმა. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ასახული არ არის შრომის უფლებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის აუცილებლობა. 

მსგავსი სიახლეები
დასაქმების კვირეულის შედეგად კიდევ 365 ადამიანი დასაქმდა

24 აპრილი, 2017

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა გურამ მუსხელიშვილმა...

მეტი

ქუთაისის მერიის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი დაშავდა

25 აპრილი, 2017

ქუთაისის მერიის წინ მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა და ის ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ,,აიპრესს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში...

მეტი

ომბუდსმენი: ქვეყანაში უნდა არსებობდეს რეალური შრომის ინსპექცია

ომბუდსმენი: ქვეყანაში უნდა არსებობდეს რეალური შრომის ინსპექცია
15:42 | 21 აპრილი, 2017

მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატი წლების განმავლობაში საუბრობდა რეალური შრომის ინსპექციის შექმნაზე, თუმცა ამ თვალსაზრისით მდგომარეობა არა გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა. 

"ჩვენ წლების განმავლობაში ვაფიქსირებდით არაერთ სამწუხარო ფაქტს, როდესაც ასობით ადამიანი გარდაიცვალა სწორედ იმის გამო, რომ ძალიან ბევრ სამუშაო ადგილას არაადეკვატური სამუშაო პირობებია. გასულ წელს 58 ადამიანი გარდაიცვალა სწორედ იმის გამო, რომ სამუშაო ადგილებზე მინიმალური სატნდარტები არ არის დაცული. 

სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს და დაიცვას თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. აქედან გამომდინარე, ეს ვალდებულება, რომელიც აკისრია სახწელმწიფოს, სავალდებულო შესასრულებელია. ამავე დროს ბიზნესისთვისაც გაცილებით უპრიანი უნდა იყოს ქვეყანაში ისეთი პირობების შექმნა, რომელიც მსგავსი შემტხვევებისგან დაგვიცავს და პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები საბოლოო ჯამში შესაძლებელია ბიზნესისთვის იყოს გაცილებით იაფი, ვიდრე ის კომპენსაციები, რომელთა გაცემას ბიზნესის წარმომადგენლებს უწევთ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე. 

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს გათვალისწინებული იყოს, რადგან გაცილებით მეტი უჯდება ბიზნესს თითოეული ასეთი უბედური შემთხვევის დროს კომპენსაციის გაცემა, ვიდრე ის პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომელსაც წლების განმავლობაში მოვითხოვთ",- აღნიშნა ნანუაშვილმა. 

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ასახული არ არის შრომის უფლებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს შექმნის აუცილებლობა. 

ავტორი: თაკო პაატაშვილი