უნგრეთის პრემიერმინისტრი: გიორგი კვირიკაშვილი მთელს რეგიონში წარმატებული მინისტრია

ირმა მესხია

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობის დროს, საქართველოში ეფექტური ეკონომიკური რეფორმები გატარდა. მან, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშილს მთელს რეგიონში წარმატებული მინისტრი უწოდა. 

„პირველ რიგში მინდა უნგრეთის დელეგაციას გავუზიარო ვიზიტის შესახებ ჩემი შთაბეჭდილებები და დავარწმუნო ისინი, რომ საქართველო მართლაც სტაბილური ქვეყანაა.

გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც პრემიერმინისტრობამდე ასევე ეკავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა, გახლავთ, მართლაც, ყველაზე წარმატებული მინისტრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ის ცნობილია ეფექტური ეკონომიკური რეფორმების გატარებით და ფაქტია, რომ ძალიან წარმატებული პოლიტიკური ფიგურაა. ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, მე დავრწმუნდი, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს გაატაროს მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები. მე ვაღიარებ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია საგადასახადო სისტემის მოდერნიზებისკენ.

მოხდა განათლების სიტემის ფორმირება, დაკმაყოფილდა ეკონომიკური საჭიროებები განათლების შესაძლებლობების წყალობით და სხვა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, მოგვარდა ბიუროკრატიის პრობლემები. ის შედეგები, რომლებიც თქვენს ქვეყანაში ვიხილეთ, გვაძლევს საფუძველს, რომ ვთქვათ: საქართველო არის კარგი მაგალითი უნგრეთისთვის",- ღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

მსგავსი სიახლეები
ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან

22 მაისი, 2017

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფსიქიურად დაავადებულ მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება. „ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია!  თვე არ გავა, ფსიქიურად დაავადებულმა...

მეტი

ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვებma თბილისში კონცერტი გამართეს

23 მაისი, 2017

23 მაისს ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვები თბილისს ესტუმრნენ. 60-მდე მოსწავლე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში სპეციალურად ღია კარის დღესთან დაკავშირებით მოიწვიეს,-...

მეტი

უნგრეთის პრემიერმინისტრი: გიორგი კვირიკაშვილი მთელს რეგიონში წარმატებული მინისტრია

უნგრეთის პრემიერმინისტრი: გიორგი კვირიკაშვილი  მთელს რეგიონში წარმატებული მინისტრია
15:37 | 21 აპრილი, 2017

„პირველ რიგში მინდა უნგრეთის დელეგაციას გავუზიარო ვიზიტის შესახებ ჩემი შთაბეჭდილებები და დავარწმუნო ისინი, რომ საქართველო მართლაც სტაბილური ქვეყანაა.

გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც პრემიერმინისტრობამდე ასევე ეკავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა, გახლავთ, მართლაც, ყველაზე წარმატებული მინისტრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ის ცნობილია ეფექტური ეკონომიკური რეფორმების გატარებით და ფაქტია, რომ ძალიან წარმატებული პოლიტიკური ფიგურაა. ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, მე დავრწმუნდი, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს გაატაროს მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები. მე ვაღიარებ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია საგადასახადო სისტემის მოდერნიზებისკენ.

მოხდა განათლების სიტემის ფორმირება, დაკმაყოფილდა ეკონომიკური საჭიროებები განათლების შესაძლებლობების წყალობით და სხვა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, მოგვარდა ბიუროკრატიის პრობლემები. ის შედეგები, რომლებიც თქვენს ქვეყანაში ვიხილეთ, გვაძლევს საფუძველს, რომ ვთქვათ: საქართველო არის კარგი მაგალითი უნგრეთისთვის",- ღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

ავტორი: ირმა მესხია