გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე

ადმინისტრატორი

საქართველოში უნგრეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის  ფარგლებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში"  საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართა,  რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  გიორგი გახარიამ და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ გახსნეს.

ფორუმის  ფარგლებში ქართულ და უნგრულ კომპანიებს შორის თემატური პანელები და ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. უნგრეთის დელეგაციაში წარმოდგენილები არიან კომპანიები ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა ენერგეტიკა,  მშენებლობა,  ინჟინერია, წარმოება, სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და საკონსულტაციო მომსახურება.

"ფორუმზე უნგრული კომპანიები კონკრეტული დარგების მიხედვით არიან წარმოდგენილნი. ეს იქნება ძალზე პრაგმატული შეხვედრა ბიზნესებს შორის, რომელსაც, თავის მხრივ, სამთავრობო დელეგაციები დაუჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე. უნგრული მხარე ძირითადად დაინტერესებულია გადამამუშავებელი წარმოებით, მშენებლობით, წყლის რესურსების მართვით და ფარმაცევტიკით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდება.

"მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციების ურთიერთდაცვისა და წახალისების მემორანდუმია. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს გამართული შეხვედრები მომავალში უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო პარტნიორია.

"შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ ვართ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერები. ახლა საჭიროა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობაც, ბიზნესისა და ინვესტიციების კუთხით უმაღლეს საფეხურზე ავიდეს. ჩვენ ხელს ვაწერთ ერთობლივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმებას იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთთანამშრომლობას. ასევე უნგრული ბანკის საშუალებით ვხსნით 85 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზს", - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმს სამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეორე პანელში ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიკტორ ორბანმა მიმართეს.

ფორუმის ორგანიზატორები არიან  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და უნგრეთის სავაჭრო სახლი.

მსგავსი სიახლეები
თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა დეკემბერში დაიწყება

13 ოქტომბერი, 2017

 თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა დეკემბერში დაიწყება, – ამის შესახებ GBC-ის დავით ტვილდიანმა განუცხადა. მისი თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, რაც ნოემბრის ბოლოს დასრულდება და თუ ამინდები შესაბამისი...

მეტი

გორში 7 ადამიანს საპატიო მოქალაქის ტიტული მიანიჭა

16 ოქტომბერი, 2017

შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსემ მაკრახიძემ „გორის დღეები 2017“ - ის აღსანიშნავ კონცერტზე გორის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. წელს საპატიო...

მეტი

გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე

გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე
14:10 | 21 აპრილი, 2017

ფორუმის  ფარგლებში ქართულ და უნგრულ კომპანიებს შორის თემატური პანელები და ორმხრივი შეხვედრები გაიმართა. უნგრეთის დელეგაციაში წარმოდგენილები არიან კომპანიები ისეთი სექტორებიდან, როგორიცაა ენერგეტიკა,  მშენებლობა,  ინჟინერია, წარმოება, სამომხმარებლო საქონლის ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და საკონსულტაციო მომსახურება.

"ფორუმზე უნგრული კომპანიები კონკრეტული დარგების მიხედვით არიან წარმოდგენილნი. ეს იქნება ძალზე პრაგმატული შეხვედრა ბიზნესებს შორის, რომელსაც, თავის მხრივ, სამთავრობო დელეგაციები დაუჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კონკრეტულ ბიზნესაქტივობებთან გვექნება საქმე. უნგრული მხარე ძირითადად დაინტერესებულია გადამამუშავებელი წარმოებით, მშენებლობით, წყლის რესურსების მართვით და ფარმაცევტიკით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდება.

"მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციების ურთიერთდაცვისა და წახალისების მემორანდუმია. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს გამართული შეხვედრები მომავალში უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო პარტნიორია.

"შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ ვართ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერები. ახლა საჭიროა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობაც, ბიზნესისა და ინვესტიციების კუთხით უმაღლეს საფეხურზე ავიდეს. ჩვენ ხელს ვაწერთ ერთობლივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმებას იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთთანამშრომლობას. ასევე უნგრული ბანკის საშუალებით ვხსნით 85 მილიონი ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზს", - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმს სამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მეორე პანელში ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიკტორ ორბანმა მიმართეს.

ფორუმის ორგანიზატორები არიან  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და უნგრეთის სავაჭრო სახლი.

ავტორი: ადმინისტრატორი