გახარიამ უნგრეთთან ურთიერთგაგებისა და ინვესტიციების წახალისების მემორანდუმებს მოაწერა ხელი

ადმინისტრატორი

საქართველოში უნგრეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის  ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროებს შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა.

დოკუმენტებს ხელი   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა  მიჰაი ვარგამ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების წარმომადგენელთა გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

გიორგი გახარიამ გაფორმებული დოკუმენტების მნიშვნელობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. მისი განცხადებით, უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი, ხელმოწერილი დოკუმენტები და მაღალი დონის შეხვედრები კარგ საფუძველს ქმნის სამომავლოდ უფრო მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ აუცილებლად იქნება კონკრეტული ბიზნესაქტივობები, რასაც ხელს უწყობს დღეს ბიზნესებს შორის გამართული შეხვედრა სამთავრობო დელეგაციების მხარდაჭერით", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან

22 მაისი, 2017

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფსიქიურად დაავადებულ მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება. „ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია!  თვე არ გავა, ფსიქიურად დაავადებულმა...

მეტი

ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვებma თბილისში კონცერტი გამართეს

23 მაისი, 2017

23 მაისს ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვები თბილისს ესტუმრნენ. 60-მდე მოსწავლე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში სპეციალურად ღია კარის დღესთან დაკავშირებით მოიწვიეს,-...

მეტი

გახარიამ უნგრეთთან ურთიერთგაგებისა და ინვესტიციების წახალისების მემორანდუმებს მოაწერა ხელი

გახარიამ უნგრეთთან ურთიერთგაგებისა და ინვესტიციების წახალისების მემორანდუმებს მოაწერა ხელი
14:17 | 21 აპრილი, 2017

დოკუმენტებს ხელი   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა  მიჰაი ვარგამ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების წარმომადგენელთა გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

გიორგი გახარიამ გაფორმებული დოკუმენტების მნიშვნელობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. მისი განცხადებით, უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი, ხელმოწერილი დოკუმენტები და მაღალი დონის შეხვედრები კარგ საფუძველს ქმნის სამომავლოდ უფრო მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ აუცილებლად იქნება კონკრეტული ბიზნესაქტივობები, რასაც ხელს უწყობს დღეს ბიზნესებს შორის გამართული შეხვედრა სამთავრობო დელეგაციების მხარდაჭერით", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ავტორი: ადმინისტრატორი