მაია ბითაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მაია ბითაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონ ლიუ ჰაოს ხელმძღვანელობით, ჩინეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დელეგაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ძი იანჩის შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ჩინეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილე დელეგაციის წევრებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა.

ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლები, დაცული ტერიტორიების სისტემისა და წყლის რესურსების მართვის, ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, არსებული რეგულაციებით დაინტერესდნენ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გარემოს დაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის, შემდგომი თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნა გამორთეს.

სააკაშვილი: "თიბისის" და "საქართველოს ბანკის" უსამართლოდ მითვისებული ფულის ზემოგებები უნდა მოვსპოთ

სააკაშვილი: "თიბისის" და "საქართველოს ბანკის" უსამართლოდ მითვისებული ფულის ზემოგებები უნდა მოვსპოთ

1 საათის წინ

"საქართველოში ჩემი სისუსტე იყო, რომ ივანიშვილმა ჩემს დროს არ გადაიხადა 1 მილიარდის გადასახადები. ჩვენს პირობებში მოხდა ამ მონსტრის კიდევ უფრო გაძლიერება. ოლიგარქები თუ არ ამოიძირკვა, ისე ხალხი ვერ გაიხარებს. საქართველოში გაიმარჯვებს ის...

USD 2.4791
EUR 3.0282
GBP 3.4564
TRY 0.6068