პრემიერი: ჩვენ გვაქვს ბიზნეს დანიშნულების წერტილის საერთაშორისო სტატუსი

ადმინისტრატორი

"მჯერა, რომ შევძლებთ გამოუყენებელი პოტენციალის და უდიდესი შესაძლებლობების სრულ ათვისებას უნგრული ბიზნესის წარმომადგენლებთა თანამშრომლობის გზით. ჩვენი აქტიური დახმარების შედეგად, ვიპოვნით სათანადო პარტნიორებს და გავზრდით მათ მნშვნელობას საქართველოში",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნეს ფორუმზე განაცხადა, რომელიც სასტურმრო "ქორთიარდ მარიოტში" ჩატარდა და რომელსაც უნრეთის პრემიერმინისტრი და უნგრეთის ბიზნესმენებისგან სემდგარი დელეგაცია ესწრებოდა. 

"ბიზნესისათვის სასიკეთო რეგულაციური ჩარჩოს კუთხით, საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია. 

ჩვენ გვაქვს ბიზნეს დანიშნულების წერტილის საერთაშორისო სტატუსი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ანგარიშის თანახმად, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს. 2-17 წელს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მსოფლიოში რიგით მე-13 ქვეყანა, ხოლო ევროპაში - მე-5 ადგილს იკავებს.

ჩვენ ასევე ერთ-ერთ ყველაზე დაბალ საგადასახადო ტვირთს ვაკისრებთ მეწარმეებს - მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის საგადასახადო ტარიფის ინდიკატორის თანახმად, საქართველო მე-9 ადგილს იკავებს. 2017 წლის დასაწყისიდან, საქართველოში მოქმედი გადასახადი ერიცხება მხოლოდ კორპორატიულ დივიდენდებს და არა შემოსავალს, რაც ინვესტირების წახალისებას ახდენს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უახლესი მოვლენა, რაც ადამიანური კავშირების გფართოებას შეუწყობს ხელს, გახლავთ საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება",- აღნიშნა პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

19 სექტემბერი, 2017

20 სექტემბერს, 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქალაქ სენაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

პრემიერი: ჩვენ გვაქვს ბიზნეს დანიშნულების წერტილის საერთაშორისო სტატუსი

პრემიერი: ჩვენ გვაქვს ბიზნეს დანიშნულების წერტილის საერთაშორისო სტატუსი
15:00 | 21 აპრილი, 2017

"ბიზნესისათვის სასიკეთო რეგულაციური ჩარჩოს კუთხით, საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია. 

ჩვენ გვაქვს ბიზნეს დანიშნულების წერტილის საერთაშორისო სტატუსი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ანგარიშის თანახმად, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს. 2-17 წელს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მსოფლიოში რიგით მე-13 ქვეყანა, ხოლო ევროპაში - მე-5 ადგილს იკავებს.

ჩვენ ასევე ერთ-ერთ ყველაზე დაბალ საგადასახადო ტვირთს ვაკისრებთ მეწარმეებს - მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის საგადასახადო ტარიფის ინდიკატორის თანახმად, საქართველო მე-9 ადგილს იკავებს. 2017 წლის დასაწყისიდან, საქართველოში მოქმედი გადასახადი ერიცხება მხოლოდ კორპორატიულ დივიდენდებს და არა შემოსავალს, რაც ინვესტირების წახალისებას ახდენს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უახლესი მოვლენა, რაც ადამიანური კავშირების გფართოებას შეუწყობს ხელს, გახლავთ საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება",- აღნიშნა პრემიერმა. 

ავტორი: ადმინისტრატორი