პაატა ხიზანაშვილი: გუბერნატორობა კი არ დავტოვე, არამედ გუნდის გადაწყვეტილებით წავედი

იაგო ნაცვლიშვილი

ქვემო ქართლის სახელმწიფო-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც მან „აიპრესთან“ საუბრისას განმარტა ეს გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღო.

„მე გუბერნატორის თანამდებობა კი არ დავტოვე, არამედ გუნდის გადაწყვეტილებით წავედი უფრო რთულ სამსახურში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია. მე ყოველთვის ისე ვიქცეოდი მთელი ჩემი ცხოვრება როგორც ეს სჭირდებოდა ქვეყანასა და ხალხს“, - აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა.

კითხვაზე ჰქონდა თუ არა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან ასე პასუხობს:

„მასთანაც მქონდა საუბარი და გუნდის სხვა წევრებთანაც. მე მათთან ყოველდღე მაქვს კონსულტაციები. მინისტრებთანაც, უბრალო ხალხთანაც... კონსულტაციები მაქვს, მაგრამ გადაწყვეტილებას მე ვიღებ“, - განაცხადა ხიზანაშვილმა.

რაც შეეხება იმას რა თანამდებობას დაიკავებს, ამაზე ამბობს, რომ „თქვენ უნდა იცოდეთ ჩემი პიროვნება, რა გამოცდილება მაქვს და რა საკითხები ვიცი. ქვეყანას სადაც გამოვადგები იქ მივდივარ. შესაძლოა რიგით ჯარისკაცადაც წავიდე. იქ უფრო ვიქნები ეფექტური, ვიდრე ნებისმიერ სხვა სკამზე.

სად წავალ ეს საკითხი ძალიან მალე გადაწყდება“, - განაცხადა პაატა ხიზანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest

25 ივნისი, 2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართა. დასაქმების ფესტივალს ჯანდაცვის მინისტრის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

27 ივნისი, 2017

28 ივნისის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ქალაქ ბორჯომის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ქალაქ ბორჯომის რეზერვუარების გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს...

მეტი

პაატა ხიზანაშვილი: გუბერნატორობა კი არ დავტოვე, არამედ გუნდის გადაწყვეტილებით წავედი

პაატა ხიზანაშვილი: გუბერნატორობა კი არ დავტოვე, არამედ გუნდის გადაწყვეტილებით წავედი
14:20 | 21 აპრილი, 2017

როგორც მან „აიპრესთან“ საუბრისას განმარტა ეს გადაწყვეტილება გუნდთან ერთად მიიღო.

„მე გუბერნატორის თანამდებობა კი არ დავტოვე, არამედ გუნდის გადაწყვეტილებით წავედი უფრო რთულ სამსახურში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტია. მე ყოველთვის ისე ვიქცეოდი მთელი ჩემი ცხოვრება როგორც ეს სჭირდებოდა ქვეყანასა და ხალხს“, - აღნიშნა ყოფილმა გუბერნატორმა.

კითხვაზე ჰქონდა თუ არა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან ასე პასუხობს:

„მასთანაც მქონდა საუბარი და გუნდის სხვა წევრებთანაც. მე მათთან ყოველდღე მაქვს კონსულტაციები. მინისტრებთანაც, უბრალო ხალხთანაც... კონსულტაციები მაქვს, მაგრამ გადაწყვეტილებას მე ვიღებ“, - განაცხადა ხიზანაშვილმა.

რაც შეეხება იმას რა თანამდებობას დაიკავებს, ამაზე ამბობს, რომ „თქვენ უნდა იცოდეთ ჩემი პიროვნება, რა გამოცდილება მაქვს და რა საკითხები ვიცი. ქვეყანას სადაც გამოვადგები იქ მივდივარ. შესაძლოა რიგით ჯარისკაცადაც წავიდე. იქ უფრო ვიქნები ეფექტური, ვიდრე ნებისმიერ სხვა სკამზე.

სად წავალ ეს საკითხი ძალიან მალე გადაწყდება“, - განაცხადა პაატა ხიზანაშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი