ვენესუელის ხელისუფლება კომპანია Movistar-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას აპირებს

ადმინისტრატორი

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო კომპანია Movistar -ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას აპირებს,-ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომპანია მოქალაქეებს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდებს.

როგორც Reuters იუწყება, მადურომ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ კომპანია Movistar-ი ოპოზიციას ფინანსურ დახმარებას უწევს და შეტყობინებებით ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

"ვგმობ Movistar-ის ქმედებებს და გამოძიების დაწყებას მოვითხოვ", - განაცხადა მადურომ.

მისი თქმით, კომპანიამ აქციის გამართვის თაობაზე მილიონობით შეტყობინება გაგზავნა.

კომპანია Movistar ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს. მანამდე, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი, ვინც ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავენ, ტერორისტები არიან, რომლებიც ვენესუელის პრეზიდენტის ჩამოგდებას ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები
ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან

22 მაისი, 2017

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფსიქიურად დაავადებულ მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება. „ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია!  თვე არ გავა, ფსიქიურად დაავადებულმა...

მეტი

ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვებma თბილისში კონცერტი გამართეს

23 მაისი, 2017

23 მაისს ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვები თბილისს ესტუმრნენ. 60-მდე მოსწავლე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში სპეციალურად ღია კარის დღესთან დაკავშირებით მოიწვიეს,-...

მეტი

ვენესუელის ხელისუფლება კომპანია Movistar-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას აპირებს

ვენესუელის ხელისუფლება კომპანია Movistar-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას აპირებს
14:14 | 21 აპრილი, 2017

ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კომპანია მოქალაქეებს ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდებს.

როგორც Reuters იუწყება, მადურომ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ კომპანია Movistar-ი ოპოზიციას ფინანსურ დახმარებას უწევს და შეტყობინებებით ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

"ვგმობ Movistar-ის ქმედებებს და გამოძიების დაწყებას მოვითხოვ", - განაცხადა მადურომ.

მისი თქმით, კომპანიამ აქციის გამართვის თაობაზე მილიონობით შეტყობინება გაგზავნა.

კომპანია Movistar ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს. მანამდე, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი, ვინც ქუჩაში საპროტესტო აქციებს მართავენ, ტერორისტები არიან, რომლებიც ვენესუელის პრეზიდენტის ჩამოგდებას ცდილობენ.

ავტორი: ადმინისტრატორი