პრემიერი: საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა აქვს

ადმინისტრატორი

"დღევანდელი ღონისძიება ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყანა სულ უფრო საინტერესო ხდება ევროპული ბიზნეს საზოგადოებისათვის და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობას ვხედავ",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინსტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქორთიარდ მარიოტში გამართულ ბიზნეს ფორუმზ განაცხადა, რომელსაც უნგრელი ბიზნესმენებისგან შემდგარი დელეგაცია ესწრებოდა. 

პრემიერმინისტრმა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე და სავაჭრო პოლიტიკაზე ისაუბრა. 

"საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ძალიან დინამიკურია და მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ დღეს ამ თანამშრომლობამ რეგულარული მაღალი დონის შეხვედრების სახე მიიღო. ჩვენს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებაზე ორიენტირებული ორხმრივი ხელშეკრულებების გაფორმების კუთხით ამას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრ ორბანთან ამ დილას გამართული შეხვედრის დროს ჩვენ სხვადსხვა მნიშვნელოვანი საკითხის მიმოხილვა შევძელით. თუმცა, პირველ ყოვლისა, მოხარული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ორმხრივ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, მათ შორის, რასაკვირველია ესოდენ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორობის კუთხით.

საქართველო პატარა, თუმცა უზომო ენერგიის მქონე ქვეყანაა, რომელიც ევროპასა და აზიის სავაჭრო გზაგასაყარზეა. 2014 წელს ევროsკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ (DCFTA-ს ჩათვლით) ჩვენ ევროპული მიზნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენ ევროპული რეგულაციებისა და სტანდარტების საქართველოში დანერგვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ.

ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული და ჩვენ ვახორციელებს რეფორმების ამბიციურ დღის წესრიგს, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებლი წინაპირობაა.

საქართველოს მთავრობა ახდენს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის იმპლემენტაციას, რაც რაოდენობრივი ნახტომის განხორციელებაში დაგვეხმარება - შედეგად, განვითარებადი ეკონომიკა დივერსიფიცირებულ და ინტენსიურ ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკად გარდაიქმნება.

ამ გეგმის მთავარი პრიორიტეტებია ზრდაზე ორიენტირებული რეგულაციური ჩარჩო, საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარებაზეა ორიენტირებული და ეფექტური მმართველობა.

საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა აქვს, რაც მოიცავს საგარეო ვაჭრობის გამარტივებულ რეჟიმსა და სავაჭრო პროცედურებს, დაბალ ტარიფებს იმპორტზე და მინიმალურ არასატარიფო რეგულაციებს. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია მისი მსოფლიოს მოწინავე ბაზრებთან ინტეგრაცია. ჩვენი ქვეყანა გთავაზობთ ერთ-ერთ საუკეთეოს ბიზნეს გარემოს მსოფლიოში - გარემოს, რომელიც წლებთან ერთად უმჯობესდება.
მინდა საქართველოს რამდენიმე უპირატესობას გავუსვა ხაზი.

ბიზნესისადმი ღია გარემოსთან ერთად, რაც უკვე აღვნიშნე, გასათვალისწინებელია ჩვენი გეოგრაფიული მდებარეოა - საქართველო, რომლის მოსახლეობა 4.4. მილიონ ადამიანს არ აღემატება, ერთი შეხედვით, შეიძლება მცირე ბაზრად მოგვეჩვენოს, თუმცა საქართველო, როგორც რეგიონალური ჰაბი, სრულიად სხვა სურათს გვთავაზობს.

საქართველო არამარტო სამხრეთ კავკასიის გზაგამტარია, არამედ ის ხსნის გზას ცენტრალური აზიის, ევროკავშირისა და შორეული აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბაზრებზე. ჩვენ გთავაზობთ ფიზიკურ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების გზით ვქმნით შესაბამის ნორმატიულ წვდომასაც",-განაცხადა პრემიერმინსიტრმა. 

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

19 სექტემბერი, 2017

20 სექტემბერს, 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქალაქ სენაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

პრემიერი: საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა აქვს

პრემიერი: საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა აქვს
14:12 | 21 აპრილი, 2017

პრემიერმინისტრმა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე და სავაჭრო პოლიტიკაზე ისაუბრა. 

"საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები ძალიან დინამიკურია და მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ დღეს ამ თანამშრომლობამ რეგულარული მაღალი დონის შეხვედრების სახე მიიღო. ჩვენს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებაზე ორიენტირებული ორხმრივი ხელშეკრულებების გაფორმების კუთხით ამას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრ ორბანთან ამ დილას გამართული შეხვედრის დროს ჩვენ სხვადსხვა მნიშვნელოვანი საკითხის მიმოხილვა შევძელით. თუმცა, პირველ ყოვლისა, მოხარული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ორმხრივ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, მათ შორის, რასაკვირველია ესოდენ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორობის კუთხით.

საქართველო პატარა, თუმცა უზომო ენერგიის მქონე ქვეყანაა, რომელიც ევროპასა და აზიის სავაჭრო გზაგასაყარზეა. 2014 წელს ევროsკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ (DCFTA-ს ჩათვლით) ჩვენ ევროპული მიზნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენ ევროპული რეგულაციებისა და სტანდარტების საქართველოში დანერგვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ.

ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული და ჩვენ ვახორციელებს რეფორმების ამბიციურ დღის წესრიგს, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებლი წინაპირობაა.

საქართველოს მთავრობა ახდენს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის იმპლემენტაციას, რაც რაოდენობრივი ნახტომის განხორციელებაში დაგვეხმარება - შედეგად, განვითარებადი ეკონომიკა დივერსიფიცირებულ და ინტენსიურ ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკად გარდაიქმნება.

ამ გეგმის მთავარი პრიორიტეტებია ზრდაზე ორიენტირებული რეგულაციური ჩარჩო, საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარებაზეა ორიენტირებული და ეფექტური მმართველობა.

საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა აქვს, რაც მოიცავს საგარეო ვაჭრობის გამარტივებულ რეჟიმსა და სავაჭრო პროცედურებს, დაბალ ტარიფებს იმპორტზე და მინიმალურ არასატარიფო რეგულაციებს. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია მისი მსოფლიოს მოწინავე ბაზრებთან ინტეგრაცია. ჩვენი ქვეყანა გთავაზობთ ერთ-ერთ საუკეთეოს ბიზნეს გარემოს მსოფლიოში - გარემოს, რომელიც წლებთან ერთად უმჯობესდება.
მინდა საქართველოს რამდენიმე უპირატესობას გავუსვა ხაზი.

ბიზნესისადმი ღია გარემოსთან ერთად, რაც უკვე აღვნიშნე, გასათვალისწინებელია ჩვენი გეოგრაფიული მდებარეოა - საქართველო, რომლის მოსახლეობა 4.4. მილიონ ადამიანს არ აღემატება, ერთი შეხედვით, შეიძლება მცირე ბაზრად მოგვეჩვენოს, თუმცა საქართველო, როგორც რეგიონალური ჰაბი, სრულიად სხვა სურათს გვთავაზობს.

საქართველო არამარტო სამხრეთ კავკასიის გზაგამტარია, არამედ ის ხსნის გზას ცენტრალური აზიის, ევროკავშირისა და შორეული აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბაზრებზე. ჩვენ გთავაზობთ ფიზიკურ წვდომას თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გაფორმების გზით ვქმნით შესაბამის ნორმატიულ წვდომასაც",-განაცხადა პრემიერმინსიტრმა. 

ავტორი: ადმინისტრატორი