პრემიერი: საქართველო პატარა, მაგრამ უზომო ენერგიის მქონე ქვეყანაა!

პრემიერი: საქართველო პატარა, მაგრამ უზომო ენერგიის მქონე ქვეყანაა!

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით საქართველომ ევროპული რეგულაციებისა და სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამის შესახებ პრემიერმა ბიზნეს ფორუმზე განაცხადა, რომელიც სასტურმრო "ქორთიარდ მარიოტში" ჩატარდა და რომელსაც უნრეთის პრემიერმინისტრი და უნგრეთის ბიზნესმენებისგან სემდგარი დელეგაცია ესწრებოდა. 

"საქართველო პატარა, თუმცა უზომო ენერგიის მქონე ქვეყანაა, რომელიც ევროპასა და აზიის სავაჭრო გზაგასაყარზეა. 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ (DCFTA-ს ჩათვლით) ჩვენ ევროპული მიზნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენ ევროპული რეგულაციებისა და სტანდარტების საქართველოში დანერგვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ.

ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი, სამართლიანი, ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენაა მიმართული და ჩვენ ვახორციელებს რეფორმების ამბიციურ დღის წესრიგს, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებლი წინაპირობაა. 

საქართველოს მთავრობა ახდენს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის იმპლემენტაციას, რაც რაოდენობრივი ნახტომის განხორციელებაში დაგვეხმარება - შედეგად, განვითარებადი ეკონომიკა დივერსიფიცირებულ და ინტენსიურ ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკად გარდაიქმნება. 

ამ გეგმის მთავარი პრიორიტეტებია ზრდაზე ორიენტირებული რეგულაციური ჩარჩო, საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარებაზეა ორიენტირებული და ეფექტური მმართველობა",- აღნიშნა პრემიერმა. 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტია არის ძლიერი

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტია არის ძლიერი

2 წუთის წინ

მისი თქმით, 2012 წლის გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა იყო დემოკრატია.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის ბევრი რამ კეთდება. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036