ზურაბ პატარაძე ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა

ადმინისტრატორი

20-22 აპრილს აჭარაში ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიის სავოევოდის მარშლის ოფისისა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები იმყოფებიან,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავრობა ავრცელებს. 

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალს, ეჟი მიხალაკს, ქვემო სილეზიის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, იადვიგა შელონგს და ვროცლავის წამყვანი კლინიკების სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს აჭარასა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაზე; განიხილეს უკვე განხორციელებული, ერთობლივი პროექტები და სამომავლო თამაშრომლობა.

ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო ჯანდაცვის სფეროში პოლონურ მხარესთან უკვე არსებული თანამშრომლობის გაფართოებას. ზურაბ პატარაძემ მათთან საუბრისას ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას, ევროპული ქვეყნების სამედიცინო სფეროში არსებული ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას. ზურაბ პატარაძის თქმით, სამედიცინო სფეროში გაცვლითი პროგრამები გარდა გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისა, სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პოლონეთისა და აჭარის რეგიონის თანამშრომლობაზე ტურიზმისა და საგანმანათლებლო სფეროშიც. პოლონეთი აჭარის რეგიონისათვის ერთ-ერთი პირველი და მსხვილი ტურისტული ბაზარია ევროპაში, სადაც აჭარის ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო კამპანიები სხვადასხვა ქალაქებში ყოველწლიურად ხორციელდება. 2016 წელს კი რეგიონის ცნობადობის გაზრდის მიზნით „აჭარის დღეებიც“ გაიმართა.

აღინიშნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოსა შორის არსებული თანამშრომლობა. საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების კუთხით პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება.

,,ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენს რეგიონებს შორის თანამშრომლობის დიდი პერსპექტივებია. ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა პოლონეთში. ასევე, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სავოევოდოში, ქვედა სილეზიაში. მომავალში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. დაიგეგმა კონკრეტული გეგმები. განვიხილეთ პირდაპირი რეისების დანიშვნის თემა. ასევე, ბიზნეს ფორუმების ჩატარების პერსპექტივები.მაღალმთიანი აჭარის განვითარების კუთხით რიგი საინტერესო ღონისძიებები დავგეგმეთ. ვისაუბრეთ აგრარული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე"- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრას აჭარის მთავრობის მხრიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები
ხონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება

20 ნოემბერი, 2017

ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე დასრულდება 16 ობიექტის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2018 წელს შევა ექსპლუატაციაში. ერთ-ერთი...

მეტი

მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს

მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს

20 ნოემბერი, 2017

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ალექსანდრე ახალაძე უძღვება. ახალაძემ მადლობა გადაუხადა მერს შოთა მურღულიას გაწეული მუშაობისათვის და ახლადარჩეულ...

მეტი

ზურაბ პატარაძე ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა

ზურაბ პატარაძე ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას შეხვდა
14:10 | 21 აპრილი, 2017

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალს, ეჟი მიხალაკს, ქვემო სილეზიის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, იადვიგა შელონგს და ვროცლავის წამყვანი კლინიკების სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს აჭარასა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაზე; განიხილეს უკვე განხორციელებული, ერთობლივი პროექტები და სამომავლო თამაშრომლობა.

ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერას ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესში და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადრება დაეთმო ჯანდაცვის სფეროში პოლონურ მხარესთან უკვე არსებული თანამშრომლობის გაფართოებას. ზურაბ პატარაძემ მათთან საუბრისას ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას, ევროპული ქვეყნების სამედიცინო სფეროში არსებული ტენდენციებისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას. ზურაბ პატარაძის თქმით, სამედიცინო სფეროში გაცვლითი პროგრამები გარდა გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისა, სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პოლონეთისა და აჭარის რეგიონის თანამშრომლობაზე ტურიზმისა და საგანმანათლებლო სფეროშიც. პოლონეთი აჭარის რეგიონისათვის ერთ-ერთი პირველი და მსხვილი ტურისტული ბაზარია ევროპაში, სადაც აჭარის ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით სარეკლამო კამპანიები სხვადასხვა ქალაქებში ყოველწლიურად ხორციელდება. 2016 წელს კი რეგიონის ცნობადობის გაზრდის მიზნით „აჭარის დღეებიც“ გაიმართა.

აღინიშნა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოსა შორის არსებული თანამშრომლობა. საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების კუთხით პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება.

,,ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენს რეგიონებს შორის თანამშრომლობის დიდი პერსპექტივებია. ჩვენი დელეგაცია იმყოფებოდა პოლონეთში. ასევე, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სავოევოდოში, ქვედა სილეზიაში. მომავალში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. დაიგეგმა კონკრეტული გეგმები. განვიხილეთ პირდაპირი რეისების დანიშვნის თემა. ასევე, ბიზნეს ფორუმების ჩატარების პერსპექტივები.მაღალმთიანი აჭარის განვითარების კუთხით რიგი საინტერესო ღონისძიებები დავგეგმეთ. ვისაუბრეთ აგრარული მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე"- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

შეხვედრას აჭარის მთავრობის მხრიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ. 

ავტორი: ადმინისტრატორი