ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახლების მშენებლობაზე პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენა დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახლების მშენებლობაზე პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენა დაიწყო

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ ანკეტირების შედეგების შეჯამება და პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენაზე მსჯელობა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით, კომისია სხდომაზე დღეს შეიკრიბა და ვიზუალური (ფოტო) მასალა განიხილა. განცხადებების სიმრავლის გამო განხილვის პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. კომისიის სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია უძღვება.

„სოციალური სახლების მშენებლობის პროექტი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, იმ მრავალ პროექტთაგან, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს. მიმდინარე წელს ჩვენ კიდევ ერთ ახალ პროექტს, „ერთი თბილი ოთახი“ ვნერგავთ, რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, ერთი ოთახის კეთილმოწყობას გულისხმობს. კომისია პრიორიტეტს მრავალშვილიან, შშმ და უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებს მიანიჭებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა ოჯახს ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობები ქონდეს“ - აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 175 განცხადება მიიღო, აქედან 102 სოციალური სახლების მშენებლობას, 73- კი „ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაში ჩართვას შეეხებოდა. კომისიის წევრებმა ყველა შემოსული განცხადება ადგილზე გადაამოწმეს და ოჯახების ანკეტირება მოახდინეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის სახლების მშენებლობის პროგრამა 2015 წელს დაიწყო და ამ დრომდე მუნიციპალიტეტში სულ 41 ასეთი სახლი აშენდა.

"ქართული ოცნების" ოზურგეთის რეგიონალურ ორგანიზაციას დღედან მერაბ ჭანუყვაძე უხელმძღვანელებს

"ქართული ოცნების" ოზურგეთის რეგიონალურ ორგანიზაციას დღედან მერაბ ჭანუყვაძე უხელმძღვანელებს

14 წუთის წინ

ყრილობამდე აღნიშნულ თანამდებობას ოზურგეთის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია იკავებდა. შეხვედრა ურეკის კულტურის სახლში შედგა და მას "ქართული ოცნების" 300-მდე დელეგატი ესწრებოდა. შენობის გარეთ ადგილობრივები იყვნენ შეკრებილი...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036