IACA-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების დასკვნითი სემინარები და ტრენინგები დასრულდა

ადმინისტრატორი

საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების დასკვნითი სემინარები და ტრენინგები დასრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

პროგრამის დახურვის ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე მონაწილეობდა. გიორგი პატარიძემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, რომლებმაც დასკვნითი სემინარი საქართველოში გაიარეს, პროცესის დასრულება მიულოცა. სტუდენტებმა იუსტიციის სასწავლო ცენტრისაგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.

„IACA“-ს დელეგაცია და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები საქართველოში 10 აპრილს ჩამოვიდნენ. აკადემიამ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო სპეციალისტებს ამზადებს, მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი სტუდენტებისათვის სწავლების დასკვნითი მოდული საქართველოში ჩაეტარებინა.

აკადემიის არჩევანი განაპირობა საქართველოს წარმატებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. აკადემიური პროგრამების დირექტორ ელენა ჰელმერის განცხადებით, „საქართველო იდეალური ადგილია აკადემიის სტუდენტებისთვის ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანი იმპლემენტაციის მეთოდებისა და პრაქტიკული მაგალითების გასაცნობად“.

„IACA“-ს ექსპერტებმა ტრენინგები ქართველი საჯარო მოხელეებისთვისაც გამართეს − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სწავლების პროცესში კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხებში მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს მოუსმინეს. დასკვნით სემინარზე საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების შესახებ პრეზენტაციაც გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „IACA“-ს დელეგაციას და აკადემიის სტუდენტებს საქართველოს მთავრობის ანტიკორუფციული სტრატეგია გააცნო.

საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში. მისი მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიკაცია და სფეროს პროფესიონალების მომზადებაა.

სამაგისტრო პროგრამები სპეციალურად კორუფციასთან ბრძოლისა და მისი პრევენციის თემებზეა შექმნილი. 

მსგავსი სიახლეები
ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან

22 მაისი, 2017

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფსიქიურად დაავადებულ მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება. „ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია!  თვე არ გავა, ფსიქიურად დაავადებულმა...

მეტი

ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვებma თბილისში კონცერტი გამართეს

23 მაისი, 2017

23 მაისს ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვები თბილისს ესტუმრნენ. 60-მდე მოსწავლე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში სპეციალურად ღია კარის დღესთან დაკავშირებით მოიწვიეს,-...

მეტი

IACA-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების დასკვნითი სემინარები და ტრენინგები დასრულდა

IACA-ს სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების დასკვნითი სემინარები და ტრენინგები დასრულდა
12:58 | 21 აპრილი, 2017

პროგრამის დახურვის ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე მონაწილეობდა. გიორგი პატარიძემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, რომლებმაც დასკვნითი სემინარი საქართველოში გაიარეს, პროცესის დასრულება მიულოცა. სტუდენტებმა იუსტიციის სასწავლო ცენტრისაგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.

„IACA“-ს დელეგაცია და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები საქართველოში 10 აპრილს ჩამოვიდნენ. აკადემიამ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო სპეციალისტებს ამზადებს, მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი სტუდენტებისათვის სწავლების დასკვნითი მოდული საქართველოში ჩაეტარებინა.

აკადემიის არჩევანი განაპირობა საქართველოს წარმატებამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. აკადემიური პროგრამების დირექტორ ელენა ჰელმერის განცხადებით, „საქართველო იდეალური ადგილია აკადემიის სტუდენტებისთვის ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანი იმპლემენტაციის მეთოდებისა და პრაქტიკული მაგალითების გასაცნობად“.

„IACA“-ს ექსპერტებმა ტრენინგები ქართველი საჯარო მოხელეებისთვისაც გამართეს − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სწავლების პროცესში კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის საკითხებში მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს მოუსმინეს. დასკვნით სემინარზე საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების შესახებ პრეზენტაციაც გაიმართა.

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „IACA“-ს დელეგაციას და აკადემიის სტუდენტებს საქართველოს მთავრობის ანტიკორუფციული სტრატეგია გააცნო.

საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სასწავლო დაწესებულებაა კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში. მისი მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევების ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიკაცია და სფეროს პროფესიონალების მომზადებაა.

სამაგისტრო პროგრამები სპეციალურად კორუფციასთან ბრძოლისა და მისი პრევენციის თემებზეა შექმნილი. 

ავტორი: ადმინისტრატორი