პარიზში მომხდარ თავდასხმაში მეორე ეჭვმიტანილი ბელგიის პოლიციაში გამოცხადდა

პარიზში მომხდარ თავდასხმაში მეორე ეჭვმიტანილი ბელგიის პოლიციაში გამოცხადდა

პარიზში მომხდარ თავდასხმაში მეორე ეჭვმიტანილი, რომელიც შანზ-ელიზეზე მოხდა, ბელგიის პოლიციაში გამოცხადდა. აქამდე საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ ეძებდა ამ პირს ბელგიის რეგიონში. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

ინფორმაცია იმის შესახებ, ეჭვმიტანილი აღიარებს თუ არა თავის მონაწილეობას აღნიშნულ თავდასხმაში, ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ერთი საათით ადრე მანამ, სანამ ეჭვმიტანილი ბელგიის პოლიციაში გამოცხადდებოდა, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა რადიოს ეთერში განაცხადა, რომ საფრანგეთის პოლიცია მეორე ეჭვმიტანილის დაკავების მიზნით ბელგიის რეგიონისკენ სპეცოპერაციას ახორციელებს.

ჯერჯერობით მეორე ეჭვმიტანილის ვინაობა და წარმომავლობა ცნობილი არაა.

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს, საფრანგეთის დროით 21:00 საათზე, პარიზის ცენტრში, შანზ-ელიზეზე უცნობი მამაკაცი ავტომობილით პოლიციის მანქანის გვერდით გაჩერდა, ჩამოვიდა და მათ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი მათგანი, ხოლო დაჭრილია ორი სამართალდამცველი. თავდამსხმელი ადგილზევე, პოლიციის მიერ იქნა ლიკვიდირებული. აღნიშნულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო და მისი ვინაობაც დაასახელა, თუმცა საფრანგეთში აღნიშნული თავდასხმისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ მიუნიჭებიათ.

სომხეთის პრეზიდენტი: შეგვიძლია ყველა პრობლემა დიალოგის გზით გადავჭრათ

სომხეთის პრეზიდენტი: შეგვიძლია ყველა პრობლემა დიალოგის გზით გადავჭრათ

2 წუთის წინ

"ჩვენ შეგვიძლია ყველა პრობლემა მოლაპარაკებების, დიალოგის, გადაწყვეტილებების ძიების გზით გადავჭრათ. ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს, რომ მიუხედავად დღევანდელი და გუშინდელი პრობლემებისა, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ", - განაცხადა სომხეთის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036