ღონისძიების ფარგლებში მოეწყო კონკურსი „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერაში. კულტურის ცენრტრთან არსებული კლუბი „სიჭაბუკის“ წევრებმა „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი თავის ინსცენირება წარმოადგინეს. ასევე, ქობულეთის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლემბა ფოლკლორული ნომრები შეასრულეს.
კალიგრაფიის კონკურის შედეგად საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიგელები და სასაჩუქრე ბარათები, ხოლო ათ საუკეთესო მოსწავლეს „ვეფხისტყაონის“ პოემები გადაეცათ.
ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ასლანიშვილი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოს წევრები და საჯარო სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.
ამასთანავე აღნიშნა, რომ ის ტროტუარები, რომელიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა რეაბილიტირდება და ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორია ინფრასტრუქტურულად გაიმართება. "უნებართვო გარევაჭრობა უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით აიკრძალა.ყველა...