გამგებლისა და მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ცესკო პრეზიდენტის ნაცვლად თავად ითხოვს

ადმინისტრატორი

გამგებლისა და მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის/გამართვის ვადა და წესი შესაძლოა შეიცვალოს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება წარმოადგინა. 

ცვლილებას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ითვალისწინებს. 

მოქმედი კანონით, გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციით, გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუადრეს 9 და არაუგვიანეს 11 დღისა და იმართება გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 50 დღისა. იმ შემთხვევაში თუ, გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები არ იმართება. 

წარმოდგენილი ცვლილების თანახმად კი, 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება იმავე წლის ოქტომბერში, 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას - უახლოეს აპრილში. 

გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. 

გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება მხოლოდ შესაბამისი არჩევნების წელს. 

გარდა ამისა, ცესკო ითხოვს, რომ მერისა და გამგებელის რიგგარეშე არჩევნები პრეზიდენტის ნაცვლად, დაინიშნოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით. 

მსგავსი სიახლეები
ხონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება

20 ნოემბერი, 2017

ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე დასრულდება 16 ობიექტის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2018 წელს შევა ექსპლუატაციაში. ერთ-ერთი...

მეტი

ზუგდიდის საკრებულოში აპარატის და განყოფილებების უფროსები დაინიშნენ

21 ნოემბერი, 2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო საკითხთა განყოფილებას ახალ საკრებულოში ნინო ქაძანაია უხელმძღვანელებს, იურიდიულ საკითხთა განყოფილებას ნინო დაგარგულია, მატერიალურ ტექნიკურ საკითხთა განყოფილებას - გიორგი...

მეტი

გამგებლისა და მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ცესკო პრეზიდენტის ნაცვლად თავად ითხოვს

გამგებლისა და მერის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ცესკო პრეზიდენტის ნაცვლად თავად ითხოვს
12:23 | 21 აპრილი, 2017

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება წარმოადგინა. 

ცვლილებას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ითვალისწინებს. 

მოქმედი კანონით, გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციით, გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუადრეს 9 და არაუგვიანეს 11 დღისა და იმართება გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 50 დღისა. იმ შემთხვევაში თუ, გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები არ იმართება. 

წარმოდგენილი ცვლილების თანახმად კი, 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები გაიმართება იმავე წლის ოქტომბერში, 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას - უახლოეს აპრილში. 

გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. 

გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება მხოლოდ შესაბამისი არჩევნების წელს. 

გარდა ამისა, ცესკო ითხოვს, რომ მერისა და გამგებელის რიგგარეშე არჩევნები პრეზიდენტის ნაცვლად, დაინიშნოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით. 

ავტორი: ადმინისტრატორი