ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო

ადმინისტრატორი

ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის - ძვ.წ. VIII-VII სს-დან კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ცენტრის, ძვ.წ.IV-III სს-დან, ერისთავ ქუჯის რეზიდენციისა და ახ.წ. IV-VII სს. ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯის -არქეოპოლისის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი დაიწყო,- ამის შესახებ ინორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

ვიზიტის მიზანი მიმდინარე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი იყო. ახ.წ. IV-VII სს. ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი -არქეოპოლისის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2016 წელს დაიწყო. 

2017 წელს სამუშაოების მე-2 ეტაპით გათვალისწინებულია ქვედა ნაქალაქარის ყველა სეგმენტის - გვირაბის, რკინის ხიდის, საფორთიფიკაციო ნაგებობების, სასახლეების, უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგება და სრული კონსერვაცია, 40 მოწამეთა ტაძრისა და მასში არსებული ფრესკების რესტავრაცია - კონსერვაცია.

2017 წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, 2018 წელს მოეწყობა ნაქალაქარის ინფრასტრუქტურა - ბილიკები, მისასვლელი გზები, საინფორმაციო ბანერები და ა.შ.. დასრულდება ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის პროექტირება. ფიზიკური სამუშაოების განხორციელდების შემდგომ კი, სრულად დასრულდება ნოქალაქევის ნაქალაქარის რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის შექმნა და ექსპოზიციის მოწყობა.

მუზეუმში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მოემსახურება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, სააგენტოს მოადგილებმა - დავით ლომიტაშვილმა და პაატა დოლიძემ ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. 

მსგავსი სიახლეები
რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სარემონტო სამუშაოები 2018 წელს დასრულდება

18 აგვისტო, 2017

სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის კორპუსების მშენებლობა დაასრულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. ასევე დასრულდა ძირითადი შენობის ფასადის მოპირკეთება,-...

მეტი

სოფელ საწულუკიძეოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

სოფელ საწულუკიძეოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

18 აგვისტო, 2017

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.  კომპანია სოფელ საწულუკიძეოში მიწისქვეშა მილსადენების მონტაჟს კვირის...

მეტი

ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო

ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო
12:23 | 21 აპრილი, 2017

ვიზიტის მიზანი მიმდინარე ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგი იყო. ახ.წ. IV-VII სს. ეგრისის სამეფოს დედაქალაქის ციხე-გოჯი -არქეოპოლისის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2016 წელს დაიწყო. 

2017 წელს სამუშაოების მე-2 ეტაპით გათვალისწინებულია ქვედა ნაქალაქარის ყველა სეგმენტის - გვირაბის, რკინის ხიდის, საფორთიფიკაციო ნაგებობების, სასახლეების, უნიკალური წყალსაცავის მოწესრიგება და სრული კონსერვაცია, 40 მოწამეთა ტაძრისა და მასში არსებული ფრესკების რესტავრაცია - კონსერვაცია.

2017 წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, 2018 წელს მოეწყობა ნაქალაქარის ინფრასტრუქტურა - ბილიკები, მისასვლელი გზები, საინფორმაციო ბანერები და ა.შ.. დასრულდება ნაქალაქარის ფერდობისა და ციტადელის პროექტირება. ფიზიკური სამუშაოების განხორციელდების შემდგომ კი, სრულად დასრულდება ნოქალაქევის ნაქალაქარის რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ახალი სამუზეუმო სივრცის შექმნა და ექსპოზიციის მოწყობა.

მუზეუმში განთავსდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს მოემსახურება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, სააგენტოს მოადგილებმა - დავით ლომიტაშვილმა და პაატა დოლიძემ ნოქალაქევის ისტორიული ციხე-ქალაქის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. 

ავტორი: ადმინისტრატორი