ევროპარლამენტის პრეზიდენტი: არჩევნების ჩატარების შემდეგ, შესაძლოა Brexit-ის პროცესი გადაიდოს

ადმინისტრატორი

ევროპარლამენტის პრეზიდენტის ანტონიო ტაიანის განცხადებით, 8 ივნისს ვადამდელი არჩევნების ჩატარების შემდეგ, შესაძლოა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიან გასვლის პროცესი გადაიდოს,-ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

„ლისაბონის 50-ე მუხლის ამოქმედების პროცედურა მარტივია, მაგრამ თუ ლონდონი ევროკავშირში დარჩებას გადაწყვეტს, ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება“,-განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ტერეზა მეის შეახსენა, რომ ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედების შემდეგ, რომელიც Brexit-ის პროცესს არეგულირებს, „უკან გასახევი გზა აღარ იქნება“.

ანტონიო ტაიანის განცხადებით, Brexit-ის ინიცირება მარტივად შეიძლება გაუქმდეს, თუ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას მოისურვებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 8 ივნისს ჩატარდება. 

მისი განცხადებით, 19 აპრილს პარლამენტში, წინასწარი საპარლამენტო არჩევნების შესახებ კანონპროექტს შეიტანს, რომლის დამტკიცებასაც ხმათა ორი მესამედი სჭირდება.

არჩევნების საჭიროება მეიმ იმით ახსნა, რომ ქვეყნის პარლამენტში, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ ერთიანი მოსაზრება არ არსებობს. ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლას კი მოსახლეობამ ხმა 2016 წლის ივნისში მისცა.

პრემიერის თქმით, ქვეყნის ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ განაცხადა, რომ ევროკაშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის შესახებ საბოლოო შეთანხმებას დაბლოკავს, ლიბერალ-დემოკრატები ქვედა პალატი პარალიზებას ახორციელებენ, ხოლო შოტლანდიური ნაციონალური პარტია კი ხელისუფლების ქმედებებს ეწინააღმდეგება.

მეიმ განმარტა, ოპონენტებს მმართველო კონსერვატიული პარტიიდან არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ჩაშალოს Brexit-ის მოლაპარაკებები.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესი მიმდინარე წლის 29 მარტს დაიწყო, როდესაც ლონდონმა აღნიშნული გადაწვეტილების შესახებ ალიანსს ოფიციალური წერილი მისწერა. "უკან დასახევი გზა არაა", - განაცხადა მაშინ ტერეზა მეიმ.

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

19 სექტემბერი, 2017

20 სექტემბერს, 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქალაქ სენაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: არჩევნების ჩატარების შემდეგ, შესაძლოა Brexit-ის პროცესი გადაიდოს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: არჩევნების ჩატარების შემდეგ, შესაძლოა Brexit-ის პროცესი გადაიდოს
11:17 | 21 აპრილი, 2017

„ლისაბონის 50-ე მუხლის ამოქმედების პროცედურა მარტივია, მაგრამ თუ ლონდონი ევროკავშირში დარჩებას გადაწყვეტს, ეს ყველასთვის მომგებიანი იქნება“,-განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, ტერეზა მეის შეახსენა, რომ ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედების შემდეგ, რომელიც Brexit-ის პროცესს არეგულირებს, „უკან გასახევი გზა აღარ იქნება“.

ანტონიო ტაიანის განცხადებით, Brexit-ის ინიცირება მარტივად შეიძლება გაუქმდეს, თუ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას მოისურვებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 8 ივნისს ჩატარდება. 

მისი განცხადებით, 19 აპრილს პარლამენტში, წინასწარი საპარლამენტო არჩევნების შესახებ კანონპროექტს შეიტანს, რომლის დამტკიცებასაც ხმათა ორი მესამედი სჭირდება.

არჩევნების საჭიროება მეიმ იმით ახსნა, რომ ქვეყნის პარლამენტში, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ ერთიანი მოსაზრება არ არსებობს. ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლას კი მოსახლეობამ ხმა 2016 წლის ივნისში მისცა.

პრემიერის თქმით, ქვეყნის ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ განაცხადა, რომ ევროკაშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის შესახებ საბოლოო შეთანხმებას დაბლოკავს, ლიბერალ-დემოკრატები ქვედა პალატი პარალიზებას ახორციელებენ, ხოლო შოტლანდიური ნაციონალური პარტია კი ხელისუფლების ქმედებებს ეწინააღმდეგება.

მეიმ განმარტა, ოპონენტებს მმართველო კონსერვატიული პარტიიდან არ მისცემს იმის საშუალებას, რომ ჩაშალოს Brexit-ის მოლაპარაკებები.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის პროცესი მიმდინარე წლის 29 მარტს დაიწყო, როდესაც ლონდონმა აღნიშნული გადაწვეტილების შესახებ ალიანსს ოფიციალური წერილი მისწერა. "უკან დასახევი გზა არაა", - განაცხადა მაშინ ტერეზა მეიმ.

ავტორი: ადმინისტრატორი