საქართველო-გერმანიის 2017 წლის საზეიმო გახსნა

ადმინისტრატორი

2017 წლის 21 აპრილს, 19:00 საათზე თბილისის საკრებულოს შენობაში,  საქართველო-გერმანიის წელი (2017) ოფიციალურად გაიხსნება, რომელსაც დაესწრებიან საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მოწვეულ სტუმრებთან ერთად. საზეიმო გახსნისთვის თბილისში გერმანიიდან ჩამოვიდნენ გოეთეს ინსტიტუტის პრეზიდენტი, პროფესორი კლაუს-დიტერ ლემანი და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული კულტურის პოლიტიკის საკითხებში, ბატონი მიხაელ რაიფენშტუელი.

სლოგანით "მომავლის მემკვიდრეობა. საქართველო-გერმანიის წელი 2017" გერმანია და საქართველო 2017 წელს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟით, ერთად აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: 200 წლის წინ საქართველოში

პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. 2018 წელს კი 100 წელი სრულდება გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. ზემოხსენებული იუბილეების აღსანიშნავად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და ორგანიზებით, 2017 წელს, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში ჩატარდება არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო წარსდგება საპატიო სტუმრის სტატუსით.

საქართველო-გერმანიის წლის პროგრამაში მონაწილეობს მრავალი პარტნიორი ორგანიზაცია, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების მრავალფეროვნების წარმოჩენას: იქნება ეს კულტურული ღონისძიებები, როგორიც არის თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, გამოფენები და ლიტერატურული საღამოები, თუ ბიზნეს-ფორუმები და პროექტები განვითარების, ეკონომიკის, განათლების და სპორტის სფეროებში. საზეიმო წელი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ ინტენსიურ ურთიერთობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებებს შორის.

21 აპრილს,  გახსნის ცერემონიის ფარგლებში მოეწყობა  გამოფენა „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები“. გამოფენაზე ნაჩვენები იქნება მასალა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ვებ-არქივიდან, რომელსაც შექმნის ქართული ორგანიზაცია „სოვლაბი“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-

არქივის მიზანია საქართველო-გერმანიის ურთიერთობების დოკუმენტური და ისტორიული წყაროების დაცვა და პოპულარიზაცია. გერმანია-საქართველოს წელი გერმანიაში ოფიციალურად გაიხსნება 2017 წლის 26 აპრილს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „მსოფლიო დარბაზში“, რომელსაც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.

მსგავსი სიახლეები
რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს საერთაშორისო ლაბორატორიული სემინარი

26 აპრილი, 2017

2017 წლის 24-28 აპრილს, ჯანმო-ს დაფინანსებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს საერთაშორისო ლაბორატორიული სემინარი ბაქტერიული მენინგიტების...

მეტი

ქუთაისში ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს

ქუთაისში ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს

26 აპრილი, 2017

ჩერნობილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძემ, იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან ყვავილები...

მეტი

საქართველო-გერმანიის 2017 წლის საზეიმო გახსნა

საქართველო-გერმანიის 2017 წლის საზეიმო გახსნა
10:13 | 21 აპრილი, 2017

სლოგანით "მომავლის მემკვიდრეობა. საქართველო-გერმანიის წელი 2017" გერმანია და საქართველო 2017 წელს ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პატრონაჟით, ერთად აღნიშნავენ მათი ურთიერთობების მნიშვნელოვან თარიღებს: 200 წლის წინ საქართველოში

პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. 2018 წელს კი 100 წელი სრულდება გერმანიის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. ზემოხსენებული იუბილეების აღსანიშნავად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებითა და ორგანიზებით, 2017 წელს, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში ჩატარდება არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო წარსდგება საპატიო სტუმრის სტატუსით.

საქართველო-გერმანიის წლის პროგრამაში მონაწილეობს მრავალი პარტნიორი ორგანიზაცია, რაც ხელს უწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების მრავალფეროვნების წარმოჩენას: იქნება ეს კულტურული ღონისძიებები, როგორიც არის თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, გამოფენები და ლიტერატურული საღამოები, თუ ბიზნეს-ფორუმები და პროექტები განვითარების, ეკონომიკის, განათლების და სპორტის სფეროებში. საზეიმო წელი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ ინტენსიურ ურთიერთობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებებს შორის.

21 აპრილს,  გახსნის ცერემონიის ფარგლებში მოეწყობა  გამოფენა „მომავლის მემკვიდრეობა - 200 წელი: ქართულ-გერმანული ისტორიები“. გამოფენაზე ნაჩვენები იქნება მასალა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ვებ-არქივიდან, რომელსაც შექმნის ქართული ორგანიზაცია „სოვლაბი“ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-

არქივის მიზანია საქართველო-გერმანიის ურთიერთობების დოკუმენტური და ისტორიული წყაროების დაცვა და პოპულარიზაცია. გერმანია-საქართველოს წელი გერმანიაში ოფიციალურად გაიხსნება 2017 წლის 26 აპრილს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „მსოფლიო დარბაზში“, რომელსაც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.

ავტორი: ადმინისტრატორი