ხარაგაულში "დღის ცენტრი“ გაიხსნება

ადმინისტრატორი

2016 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორში დღის ცენტრისთვის ფართი გარემონტდა. ბორის სკოლა-პანსიონის ბაზაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული ფართი ინვენტარით (ნაწილობრივ) 2016 წელსვე აღიჭურვა. მთლიანობაში ამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 ათასი დაიხარჯა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

დღის ცენტრის გახსნისა და მისი ექსპლუატაციაში შესვლისთვის საჭირო იყო ჯანდაცვის სამინისტროს ხარაგაულისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაშვები რაოდენობა განესაზღვრა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკო თოფურიძის ინფორმაციით, სულ რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს ჯანდცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხარაგაულში „დღის ცენტრის“ ფუქნციონირებისთვის კვოტა 20 ბენეფიციარზე დაუშვა.

მუნიციპალიტეტის გამგებელი განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის „თაირისის“ დირექტორს, ირინე აბდალაძეს, რომელმაც ბორში „დღის ცენტრის“ ფუქნციონირება უნდა უზრუნველყოს და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროს, დავით კიკნაძეს პირადად შეხვდა.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდა ბორის სკოლა-პანსიონის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე და სოციალური სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების უფროსი ნაზი გველესიანი. შეკრებილმა საზოგადოებამ ცენტრის ფუნქციონირებისთვის კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა.

ურთიერთშეთანხმების და მსჯელობის შედეგად დადგინდა, რომ „დღის ცენტრის“ საბოლოოდ ფუნქციონირებისთვის, გარდა ჯანდაცვის სამინისტროსგან დაწესებული ნორმისა და გამოყოფილი ვაუჩერებისა, რასაც სახელმწიფო დააფინანსებს, აუცილებელია კიდევ ინვენტარის გარკვეული ნაწილი, რაც დაახლოებით 5 000 ლარამდე თანხას შეადგენს.

როგორც ნიკოლოზ თოფურიძე აცხადებს, გამგეობის შესაბამისი სამსახურები უკვე აქტიურად მუშაობენ, რათა ხარაგაულში „დღის ცენტრმა“ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ფუნქციონირება. ბორის სკოლა-პანსიონის ბაზაზე არსებულ ადაპტირებულ გარემოში მომსახურებას 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მიიღებენ. ასევე, განხორციელდება მოზარდთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა, რომელიც მოიცავს ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სპეციალისტის, თვეში არანაკლებ 8 მომსახურებას.

როგორც  ირინე აბდალაძემ აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან სპეც-პედაგოგები და ფსიქოლოგები (რომელთაც უკვე გავლილი აქვთ ტრენინგები) იმუშავებენ. ბავშვები ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში, მონაწილეობას მიიღებენ ისეთ ღონისძიებებში, რაც მათ საზოგადოებაში უფრო ინტეგრირებულს გახდის. ჩაუტარდებათ ასევე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშები. ბენეფიციარებს მომსახურება გაეწევათ ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 6 საათის განმავლობაში და კვება იქნება ორჯერადი. რაც შეეხება ტრანსპორტირების უზრუნველყოფას, დავით კიკნაძის ინფორმაციით, საკითხი მოლაპარაკების პროცესშია.

„დღის ცენტრით“ სარგებლობის მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებაში და უნდა წარადგინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა.
 
მსგავსი სიახლეები
თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა დეკემბერში დაიწყება

13 ოქტომბერი, 2017

 თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა დეკემბერში დაიწყება, – ამის შესახებ GBC-ის დავით ტვილდიანმა განუცხადა. მისი თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, რაც ნოემბრის ბოლოს დასრულდება და თუ ამინდები შესაბამისი...

მეტი

გორში 7 ადამიანს საპატიო მოქალაქის ტიტული მიანიჭა

16 ოქტომბერი, 2017

შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსემ მაკრახიძემ „გორის დღეები 2017“ - ის აღსანიშნავ კონცერტზე გორის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს. წელს საპატიო...

მეტი

ხარაგაულში "დღის ცენტრი“ გაიხსნება

ხარაგაულში "დღის ცენტრი“ გაიხსნება
10:00 | 21 აპრილი, 2017

დღის ცენტრის გახსნისა და მისი ექსპლუატაციაში შესვლისთვის საჭირო იყო ჯანდაცვის სამინისტროს ხარაგაულისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაშვები რაოდენობა განესაზღვრა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკო თოფურიძის ინფორმაციით, სულ რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს ჯანდცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხარაგაულში „დღის ცენტრის“ ფუქნციონირებისთვის კვოტა 20 ბენეფიციარზე დაუშვა.

მუნიციპალიტეტის გამგებელი განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის „თაირისის“ დირექტორს, ირინე აბდალაძეს, რომელმაც ბორში „დღის ცენტრის“ ფუქნციონირება უნდა უზრუნველყოს და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროს, დავით კიკნაძეს პირადად შეხვდა.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდა ბორის სკოლა-პანსიონის დირექტორი ჰამლეტ ბერაძე და სოციალური სააგენტოს ხარაგაულის რაიონული განყოფილების უფროსი ნაზი გველესიანი. შეკრებილმა საზოგადოებამ ცენტრის ფუნქციონირებისთვის კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა.

ურთიერთშეთანხმების და მსჯელობის შედეგად დადგინდა, რომ „დღის ცენტრის“ საბოლოოდ ფუნქციონირებისთვის, გარდა ჯანდაცვის სამინისტროსგან დაწესებული ნორმისა და გამოყოფილი ვაუჩერებისა, რასაც სახელმწიფო დააფინანსებს, აუცილებელია კიდევ ინვენტარის გარკვეული ნაწილი, რაც დაახლოებით 5 000 ლარამდე თანხას შეადგენს.

როგორც ნიკოლოზ თოფურიძე აცხადებს, გამგეობის შესაბამისი სამსახურები უკვე აქტიურად მუშაობენ, რათა ხარაგაულში „დღის ცენტრმა“ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ფუნქციონირება. ბორის სკოლა-პანსიონის ბაზაზე არსებულ ადაპტირებულ გარემოში მომსახურებას 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მიიღებენ. ასევე, განხორციელდება მოზარდთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა, რომელიც მოიცავს ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სპეციალისტის, თვეში არანაკლებ 8 მომსახურებას.

როგორც  ირინე აბდალაძემ აღნიშნა, პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან სპეც-პედაგოგები და ფსიქოლოგები (რომელთაც უკვე გავლილი აქვთ ტრენინგები) იმუშავებენ. ბავშვები ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში, მონაწილეობას მიიღებენ ისეთ ღონისძიებებში, რაც მათ საზოგადოებაში უფრო ინტეგრირებულს გახდის. ჩაუტარდებათ ასევე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშები. ბენეფიციარებს მომსახურება გაეწევათ ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 6 საათის განმავლობაში და კვება იქნება ორჯერადი. რაც შეეხება ტრანსპორტირების უზრუნველყოფას, დავით კიკნაძის ინფორმაციით, საკითხი მოლაპარაკების პროცესშია.

„დღის ცენტრით“ სარგებლობის მსურველებმა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებაში და უნდა წარადგინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობა.
 
ავტორი: ადმინისტრატორი