პანკისიდან თუშეთისკენ მიმავალი სამანქანო გზის მშენებლობა,სავარაუდოდ,მომავალ წელს დაიწყება

პანკისიდან თუშეთისკენ მიმავალი სამანქანო გზის მშენებლობა,სავარაუდოდ,მომავალ წელს დაიწყება

როგორც "აიპრესთან" საუბრისას ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბექა ბაიდაურმა აღნიშნა, ახმეტის მუნიციპალიტეტში ბაწარა-თუშეთის დამაკავშირებელი გზისა და პანკისიდან თუშეთისკენ მიმავალი სამანქანო გზის პროექტირება მიმდინარეობს, მისი ინფორმაციით პანკისიდან თუშეთამდე სამანქანო გზის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება.

"ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წელს მთავრობამ  სნო-ხევსურეთის დამაკავშირებელ გზის ტენდერთან ერთად ბაწარა-თუშეთის დამაკავშირებელ გზაზეც გამოაცხადა ტენდერი. გამარჯვებული გამოვლენილია და ეს საკითხი პროექტირების სტადიაზეა.  

მომავალში იგეგმება პანკისი-თუშეთის დამაკავშირებელი სამანქანო გზის მშენებლობა, რომელიც ტურიზმისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე წინ გადადგმული ნაბიჯი.

მშენებლობაზე ვერაფერს გეტყვით, თუ არ ვცდები პროექტირებისთვის დრო ოქტომბრამდეა გამოყოფილი, რომ პროექტი დადონ და დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, მშენებლობა მომავალ წელს უნდა დაიწყოს."- განაცხადა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ბექა ბაიდაურმა.

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

2 საათის წინ

ისინი ჭუბერში დაგეგმილ აქციაზე "არა ჰესებს" მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ.  მათი თქმით, შესაძლოა დაანონსებული აქციის ადგილი შეიცვალოს, მიზეზად კი, თავად მოსახლეობაში არსებულ განხეთქილებას ასახელებენ.  როგორც ადგილობრივები...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036