ცესკო-ს წევრები პენსიად ხელფასის მესამედის დანიშვნას ითხოვენ

ადმინისტრატორი

პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იწყებს მუშაობას, რომლის თანახმადაც ცენტრალუსი საარჩევნო კომისიის წევრები და აპარატის მოხელეები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ. 

ცვლილება შედის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში. 

კანონპროექტის თანახმად, ცესკო-ს წევრის კომპენსაცია დაენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი არანაკლებ 6 თვისა იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.

ცესკო-ს წევრის კომპენსაციის ოდენობა იქნება მოქმედი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ხელფასის მესამედი. 

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეს, მას სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, ან თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი.

ადმინისტრაციის მოხელის კომპენსაციის ოდენობა იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის მესამედი იქნება.

აქვე აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარია 560 ლარი. 

მსგავსი სიახლეები
სოლარიუმის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლებას აფრთხილებს

20 ივლისი, 2017

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, სოლარიუმი არ გამოიყენონ. ცენტრის რეკომენდაციაა, რომ სოლარიუმში სიარულისგან განსაკუთრებით 35 წლამდე მომხმარებლებმა შეიკავონ თავი. დაავადებათა კონტროლისა და...

მეტი

"სენტას" ბენზინგასამართ სადგურზე, რომელმაც „გალფი“ ჩაანაცვლა, საწვავი ძველი სადგურის ფასებთან შედარებით, იაფია

20 ივლისი, 2017

თბილისში „სენტას“ ბრენდის კიდევ ერთი ახალი ბენზინგასამართი სადგური გაიხსნა. დიდუბის ავტოსადგურთან არსებული „გალფის“ ობიექტის ადგილას, მომხმარებელს უკვე კომპანია „სენტას“ ხარისხიანი და უფრო იაფი საწვავს შეძენა...

მეტი

ცესკო-ს წევრები პენსიად ხელფასის მესამედის დანიშვნას ითხოვენ

ცესკო-ს წევრები პენსიად ხელფასის მესამედის დანიშვნას ითხოვენ
17:19 | 20 აპრილი, 2017

ცვლილება შედის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში. 

კანონპროექტის თანახმად, ცესკო-ს წევრის კომპენსაცია დაენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი არანაკლებ 6 თვისა იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.

ცესკო-ს წევრის კომპენსაციის ოდენობა იქნება მოქმედი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ხელფასის მესამედი. 

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეს, მას სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, ან თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი.

ადმინისტრაციის მოხელის კომპენსაციის ოდენობა იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის მესამედი იქნება.

აქვე აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარია 560 ლარი. 

ავტორი: ადმინისტრატორი