ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში სააღდგომო ფესტივალს დაესწრო

ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში სააღდგომო ფესტივალს დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში „სააღდგომო ფესტივალს“ დაესწრო. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფესტივალი ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავრობა ავრცელებს. 

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საკონდიტრო კომპანიების მიერ მომზადებული სააღდგომო პასკები, თემატურად დატვირთული კანაპეები და სადღესასწაულო პროდუქცია. მოწყობილი იყო საგამოფენო კუთხეები სააღდგომო ნახატებით და ხელნაკეთი ნივთებით. მოეწყო გამოფენა, გაყიდვა და დეგუსტაცია.

ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები იყვნენ უმწეო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. გამოფენაზე ასევე გაიმართა სააღდგომო კვერცხების დეკორატიული მოხატვის მასტერ-კლასები და კონკურსები, რომელშიც მონაწილეობა ბათუმის საბავშვო ხელოვნების კერძო და სახელმწიფო სტუდიების აღსაზრდელებმა მიიღეს.

„სააღდგომო-საქველმოქმედო ფესტივალი წელს პირველად იმართება ბათუმში. აქ არის შესანიშნავი განწყობა, ფესტივალს ესწრება უამრავი ბათუმელი, უამრავი ბავშვი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო მათ სიკეთე, სიხარული და ბედნიერება. მსგავსი ფესტივალი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქალაქის ცნობადობის გაზრდას," - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

საქველმოქმედო პროექტი "სააღდგომო ფესტივალი" ტრადიციულ სახეს მიიღებს და ბათუმში ყოველწლიურად გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქცია ბავშვთა სახლსა და მოხუცებულთა თავშესაფარში დარიგდება.

სააღდგომო-საქველმოქმედო ფესტივალს ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის და ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლები ესრებოდნენ.

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

ხაიშში სხვანეთის მოსახლეობა აქციის "არა ჰესებს" გამართვას გეგმავს

2 საათის წინ

ისინი ჭუბერში დაგეგმილ აქციაზე "არა ჰესებს" მონაწილეობის მიღებას აპირებდნენ.  მათი თქმით, შესაძლოა დაანონსებული აქციის ადგილი შეიცვალოს, მიზეზად კი, თავად მოსახლეობაში არსებულ განხეთქილებას ასახელებენ.  როგორც ადგილობრივები...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036