სახელმწიფო კომპენსაცია შესაძლოა ცესკო-ს წევრებმაც მიიღონ

სახელმწიფო კომპენსაცია შესაძლოა ცესკო-ს წევრებმაც მიიღონ

სახელმწიფო კომპენსაცია შესაძლოა ცენტრალური საარჩევნო კოისიის წევრებმა და კომისიის აპარატის მოხელეებმაც მიიღონ.

ცვლილებას „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი ცენტრალური საარჩევნო კომისიაა. 

კანონპროექტის თანახმად, ცესკო-ს წევრის კომპენსაცია დაენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი არანაკლებ 6 თვისა იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი.

ცესკო-ს წევრის კომპენსაციის ოდენობა იქნება მოქმედი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ხელფასის მესამედი. 

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეს, მას კომპენსაცია დაენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, ან თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი. 

ადმინისტრაციის მოხელის კომპენსაციის ოდენობა იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის მესამედი იქნება. 

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარია 560 ლარი.

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტია არის ძლიერი

ირაკლი კობახიძე: ჩვენი პარტია არის ძლიერი

5 წუთის წინ

მისი თქმით, 2012 წლის გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა იყო დემოკრატია.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის ბევრი რამ კეთდება. მისი თქმით, ყველაფერი კეთდება...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036