აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანი ახლო აღმოსავლეთში პროვოკაციაში დაადანაშაულა

ადმინისტრატორი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ირანი პროვოკაციაში დაადანაშაულა, რაც მისი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციის შექმნას ისახავს მიზნად და რეგიონში აშშ-ის ინტერესებს საფრთხეს უქმნის,-ინფორმაციას BBC News ავრცელებს.

"თუ სიტუაციის კურსს შევხედავთ, ირანს შეუძლია იმავე გზით წავიდეს, როგორც ჩრდილოეთ კორეა, და მთელი მსოფლიო დაიკავოს", -განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მისი თქმით, „ირანი მსოფლიოში ტერორიზმის წამყვანი სპონსორი სახელმწიფოა“.

„ირანი ძირს უთხრის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სირია, იემენი, ერაყი და ლიბანი. ირანს მსოფლიოში მრავალი კონფლიქტის ესკალაციაზე ეკისრება პასუხისმგებლობა. იგი შესაძლოა იმავე გზით წავიდეს, რა გზითაც ჩრდილოეთ კორეა წავიდა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

19 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უშიშროების საბჭოს (NSC) ირანთან ბირთვულ საკითხზე პირობების შეფასება დაავალა. 3 თებერვალს დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა, რომ „ირანი ცეცხლს ეთამაშებოდა“ .

ერთი დღით ადრე, აშშ-ის ლიდერმა თეირანთან ბირთვულ გარიგებას "საშინელი" უწოდა.

ირანმა და "ექვსმა" საერთაშორისო მედიატორმა (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) 2015 წლის ივლისის შუა რიცხვებში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

2016 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომები 10 წლით გაახანგრძლივა.

მსგავსი სიახლეები
სოლარიუმის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლებას აფრთხილებს

20 ივლისი, 2017

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, სოლარიუმი არ გამოიყენონ. ცენტრის რეკომენდაციაა, რომ სოლარიუმში სიარულისგან განსაკუთრებით 35 წლამდე მომხმარებლებმა შეიკავონ თავი. დაავადებათა კონტროლისა და...

მეტი

"სენტას" ბენზინგასამართ სადგურზე, რომელმაც „გალფი“ ჩაანაცვლა, საწვავი ძველი სადგურის ფასებთან შედარებით, იაფია

20 ივლისი, 2017

თბილისში „სენტას“ ბრენდის კიდევ ერთი ახალი ბენზინგასამართი სადგური გაიხსნა. დიდუბის ავტოსადგურთან არსებული „გალფის“ ობიექტის ადგილას, მომხმარებელს უკვე კომპანია „სენტას“ ხარისხიანი და უფრო იაფი საწვავს შეძენა...

მეტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანი ახლო აღმოსავლეთში პროვოკაციაში დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ირანი ახლო აღმოსავლეთში პროვოკაციაში დაადანაშაულა
16:47 | 20 აპრილი, 2017

"თუ სიტუაციის კურსს შევხედავთ, ირანს შეუძლია იმავე გზით წავიდეს, როგორც ჩრდილოეთ კორეა, და მთელი მსოფლიო დაიკავოს", -განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მისი თქმით, „ირანი მსოფლიოში ტერორიზმის წამყვანი სპონსორი სახელმწიფოა“.

„ირანი ძირს უთხრის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სირია, იემენი, ერაყი და ლიბანი. ირანს მსოფლიოში მრავალი კონფლიქტის ესკალაციაზე ეკისრება პასუხისმგებლობა. იგი შესაძლოა იმავე გზით წავიდეს, რა გზითაც ჩრდილოეთ კორეა წავიდა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

19 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უშიშროების საბჭოს (NSC) ირანთან ბირთვულ საკითხზე პირობების შეფასება დაავალა. 3 თებერვალს დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ Twitter-ზე დაწერა, რომ „ირანი ცეცხლს ეთამაშებოდა“ .

ერთი დღით ადრე, აშშ-ის ლიდერმა თეირანთან ბირთვულ გარიგებას "საშინელი" უწოდა.

ირანმა და "ექვსმა" საერთაშორისო მედიატორმა (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) 2015 წლის ივლისის შუა რიცხვებში თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

2016 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომები 10 წლით გაახანგრძლივა.

ავტორი: ადმინისტრატორი