გიორგი აბდალაძე: არ მინდა ჯაშუშის დაღით ვიარო, ვითხოვ სახელის რეაბილიტაციას

გიორგი აბდალაძე: არ მინდა ჯაშუშის დაღით ვიარო, ვითხოვ სახელის რეაბილიტაციას

თბილისის სააპელაციო სასამართლოში "ფოტოგრაფების საქმეზე" თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების გადახედვა დაიწყო. საქმეში მსჯავრდებული 4 ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე ნათია გედენიძე მათი უდანაშაულობის დადგენას და სახელის რებილიტაციას ითხოვენ. 

"ჩვენ დიდი ჯოჯოხეთი და უსამართლობა გავიარეთ იმ გადაღებული ფოტოები გამო რომელიც 26 მაისს გადავიღეთ და რაც ნახა მთელმა მსოფლიომ. ჩემთვის მთავარია ის ადამიანი დაისაჯოს, ვინც ამ ახირებაზე გასცა ბრძანება. მე იურისტი არ ვარ, მაგრამ ვიცი რომ ასეთი მძიმე მუხლი ჩვენს კანონში არ არის. სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე მუხლია,არ მინდა ასეთი დაღით ვიარო. მე ოჯახი მყავს, ნათესავები, შვილი მყავს. ჩენ ვითხოვთ რაბლიტაციას და დაურთეთ საქმეს პროკურატურას შუადგომლობა. მე შვილით მემუქრებოდნენ, მითხრეს თუ არ აღიარებ დანაშაულს შეიძლება შენი შვილი ქუჩაში ავარიაში მოჰყვეს. 

ჩვენ ჟურნალისტებმა გადაგვარჩინეს, რეზონანსი მოჰყვა ამ საქმეს, გთხოვთ დააჩქარეთ ამ საქმის გამოძიება",-განახადა გიორგი აბდალაძემ. 

პროკურატურამ გირაო ითხოვა, სასამართლომ-მინიმალური, პრეზიდენტმა შეიწყალა-ვეფხია ბაქრაძის საქმე

პროკურატურამ გირაო ითხოვა, სასამართლომ-მინიმალური, პრეზიდენტმა შეიწყალა-ვეფხია ბაქრაძის საქმე

1 საათის წინ

9 წლის განმავლობაში ქალს პოლიციისთვის არ მიუმართავს.მაშინაც კი, როდესაც ექიმები ქმრისგან გონების დაკარგვამდე ნაცემს სახიდან პლასტმასის ნატეხებს უღებდნენ, მოძალადისთვის რაც შეიძლება მსუბუქ სასჯელს ითხოვდა.  ასე წერია ვეფხია ბაქრაძის 2015...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036