საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრს საპროტესტო აქციით დახვდებიან

ადმინისტრატორი

აუდიტორია 115 და მათი მხარდამჭერები გეგმავენ უნგრეთის პრემიერმინისტრს რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება, საპროტესტო აქციით დახვდნენ. ისინი უნგრეთში  „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“ დახურვას აპროტესტებენ. 

აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს, თუმცა ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებენ უნგრელ დემოკრატებს, უნგრეთის ახალგაზრდულ ჯგუფებს და უნგრეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.

"რამდენიმე კვირის წინ, უნგრეთის პარლამენტმა და საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობაში მყოფმა „მოქალაქეთა კავშირმა“ მორიგი გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო. ბუდაპეშტში „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“ დახურეს და ასობით უნგრელი თუ აღმოსავლეთ ევროპელი, მათ შორის ქართველი სტუდენტი უმაღლესი განათლების დასრულების პერსპექტივის გარეშე დატოვეს. შუაგულ ევროპაში უნივერსიტეტის დახურვა (როგორი სადაფუძნებლო პრინციპებიც არ უნდა ჰქონდეს სასწავლებელს) სრულიად წარმოუდგენელ და საგანგაშო მოვლენად გვესახება.

ბევრ ჩვენგანს გვინახავს მიხაი ზიჩის კომპოზიციები და წაგვიკითხავს შანდორ პეტეფის ლექსები, გვსმენია 1956 წლის აჯანყებისა და გენიალური მემარცხენე დისიდენტი პრემიერის, იმრე ნადის შესახებ. ჩვენ პატივს ვცემთ უნგრეთსა და ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს. ჩვენ შესანიშნავად ვაცნობიერებთ თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის კრიტიკის (ოღონდ მემარცხენე არგუმენტებით) აუცილებლობას. მიუხედავად ამისა, მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტის გამანადგურებელ, სისხლის სამართლის დამნაშავეების შემფარებელ და სოციალ-დემოკრატიული ოპოზიციური ძალების შემავიწროვებელ ავტორიტარს მშვიდობიანი საპროტესტო აქციით უნდა შევეგებოთ. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, თუ ვის არ უნდა დაემსგავსოს",-აღნიშნულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში

აქცია თავისუფლების მოედანზე, 21 აპრილს 12 საათზე გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

20 იანვრის 11:00-დან 21:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

19 იანვარი, 2018

20 იანვრის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით.  ამის შესახებ...

მეტი

საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრს საპროტესტო აქციით დახვდებიან

საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრს საპროტესტო აქციით დახვდებიან
13:07 | 20 აპრილი, 2017

აქცია სოციალურ ქსელში დაანონსდა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პატივს სცემენ ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს, თუმცა ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებენ უნგრელ დემოკრატებს, უნგრეთის ახალგაზრდულ ჯგუფებს და უნგრეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.

"რამდენიმე კვირის წინ, უნგრეთის პარლამენტმა და საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობაში მყოფმა „მოქალაქეთა კავშირმა“ მორიგი გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო. ბუდაპეშტში „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“ დახურეს და ასობით უნგრელი თუ აღმოსავლეთ ევროპელი, მათ შორის ქართველი სტუდენტი უმაღლესი განათლების დასრულების პერსპექტივის გარეშე დატოვეს. შუაგულ ევროპაში უნივერსიტეტის დახურვა (როგორი სადაფუძნებლო პრინციპებიც არ უნდა ჰქონდეს სასწავლებელს) სრულიად წარმოუდგენელ და საგანგაშო მოვლენად გვესახება.

ბევრ ჩვენგანს გვინახავს მიხაი ზიჩის კომპოზიციები და წაგვიკითხავს შანდორ პეტეფის ლექსები, გვსმენია 1956 წლის აჯანყებისა და გენიალური მემარცხენე დისიდენტი პრემიერის, იმრე ნადის შესახებ. ჩვენ პატივს ვცემთ უნგრეთსა და ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს. ჩვენ შესანიშნავად ვაცნობიერებთ თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის კრიტიკის (ოღონდ მემარცხენე არგუმენტებით) აუცილებლობას. მიუხედავად ამისა, მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტის გამანადგურებელ, სისხლის სამართლის დამნაშავეების შემფარებელ და სოციალ-დემოკრატიული ოპოზიციური ძალების შემავიწროვებელ ავტორიტარს მშვიდობიანი საპროტესტო აქციით უნდა შევეგებოთ. ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, თუ ვის არ უნდა დაემსგავსოს",-აღნიშნულია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში

აქცია თავისუფლების მოედანზე, 21 აპრილს 12 საათზე გაიმართება. 

ავტორი: ადმინისტრატორი