მაია ბითაძემ დეპუტატებს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში გააცნო

ადმინისტრატორი

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეები მაია ბითაძე და ეკატერინე გრიგალავა პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრნენ. 

მაია ბითაძემ ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს სამინისტროს მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე განხორცილებული ძირეული რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მასშტაბურ გარემოსდაცვითი მმართველობის რეფორმებს, რასაც საქართველო ახორციელებს ასოცირების ხელშეკრულებისა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულების თვალსაზრისით. მათ შორის, ორჰუსის კონვენციისა და ევროდირექტივების შესრულების მხრივ, საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მნიშვნელობას, რომელიც ამ ეტაპზე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში განსახილველად. ახალი კოდექსი დადებითად იქნა შეფასებული საერთაშორისო ექსპერტების მიერ, ვინაიდან იგი სრულად შეესაბამება ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებს. მმართველობითი რეფორმის ფარგლებში მაია ბითაძემ ასევე ისაუბრა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით სამინისტროში მიმდინარე სამუშაო პროცესზე.

ახალი კანონის მიზანი იქნება გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორების და ასეთი ზიანის პრევენციისათვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რაც დაეფუძნება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს. რეფორმის ფარგლებში მუშავდება ასევე გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოთვლის ახალი მეთოლოდოლოგია ევროპული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, ამავე კანონის ფარგლებში განსაზღვრული იქნება გარემოსდაცვითი სარეზერვო ფონდის შექმნაც, რომელშიც იგეგმება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სახით გადახდილი სხვადასხვა ტიპის საკომპენსაციო თანხების აკუმულირება, რაც შემდგომში სრულად მიემართება გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში.

მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე განხორციელდა გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თავალსაზრისით, ამასთანავე სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და გეგმავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას ორჰუსის კონვენციის და ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად. 

მსგავსი სიახლეები
რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს საერთაშორისო ლაბორატორიული სემინარი

26 აპრილი, 2017

2017 წლის 24-28 აპრილს, ჯანმო-ს დაფინანსებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს საერთაშორისო ლაბორატორიული სემინარი ბაქტერიული მენინგიტების...

მეტი

ქუთაისში ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს

ქუთაისში ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს

26 აპრილი, 2017

ჩერნობილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძემ, იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან ყვავილები...

მეტი

მაია ბითაძემ დეპუტატებს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში გააცნო

მაია ბითაძემ დეპუტატებს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში გააცნო
14:40 | 19 აპრილი, 2017

მაია ბითაძემ ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს სამინისტროს მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე განხორცილებული ძირეული რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მასშტაბურ გარემოსდაცვითი მმართველობის რეფორმებს, რასაც საქართველო ახორციელებს ასოცირების ხელშეკრულებისა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულების თვალსაზრისით. მათ შორის, ორჰუსის კონვენციისა და ევროდირექტივების შესრულების მხრივ, საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მნიშვნელობას, რომელიც ამ ეტაპზე წარდგენილია საქართველოს პარლამენტში განსახილველად. ახალი კოდექსი დადებითად იქნა შეფასებული საერთაშორისო ექსპერტების მიერ, ვინაიდან იგი სრულად შეესაბამება ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებს. მმართველობითი რეფორმის ფარგლებში მაია ბითაძემ ასევე ისაუბრა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით სამინისტროში მიმდინარე სამუშაო პროცესზე.

ახალი კანონის მიზანი იქნება გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორების და ასეთი ზიანის პრევენციისათვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რაც დაეფუძნება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს. რეფორმის ფარგლებში მუშავდება ასევე გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოთვლის ახალი მეთოლოდოლოგია ევროპული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, ამავე კანონის ფარგლებში განსაზღვრული იქნება გარემოსდაცვითი სარეზერვო ფონდის შექმნაც, რომელშიც იგეგმება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სახით გადახდილი სხვადასხვა ტიპის საკომპენსაციო თანხების აკუმულირება, რაც შემდგომში სრულად მიემართება გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში.

მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე განხორციელდა გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თავალსაზრისით, ამასთანავე სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და გეგმავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას ორჰუსის კონვენციის და ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად. 

ავტორი: ადმინისტრატორი