ჯანელიძე: ჯერ-ჯერობით არ დასტურდება, რომ ქერჩთან ჩაძირულ გემზე საქართველოს მოქალაქე იყო

ჯანელიძე: ჯერ-ჯერობით არ დასტურდება, რომ ქერჩთან ჩაძირულ გემზე საქართველოს მოქალაქე იყო

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, BBC-ის მიერ გავრცლეებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქერჩის სრუტესთან ჩაძირულ გემზე სავარაუდოდ ერთი ქართველი მეზღვაურიც იყო, ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდება. 

"ძალიან სამწუხარო ფაქტია, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაობი, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით,რომ იყოს ჩართულობა. იმედს ვიტოვებთ, რომ ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ქართველთან დაკავშირებით, არ დადასტურდება, ასევე ყველა დაკარგულის მოძიება იქნება შესაძებელი. კონტაქტზე ვართ და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვიღებთ ინფორმაციას. ჯერ-ჯერობით არ დასტურდება რომ იქ საქართველოს მოქალაქე იყო",-აღნიშნა ჯანელიძემ. 

BBC-ის ინფორმაციით, შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან ახლოს გემი ჩაიძირა. როგორც ოკუპირებული ყირიმის ე.წ. საგანგებო სამსახური იტყობინება. სატვირთო ხომალდზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათივე ინფორმაციით, მათ შორის 1 ქართველი მეზღვაურია. არაოფიციალური ცნობებით, 5 მეზღვაური ნაპოვნია. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. 

შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა

შსს-მ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სემინარი ჩაატარა

57 წუთის წინ

ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ორგანიზებითა და ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დაფინანსებით, ქალაქ ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა. შეხვედრა შინაგან...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036