ხარაგაულის ორი სოფლის გაზიფიცირება დაიწყო

ადმინისტრატორი

ხარაგაულთან ახლომდებარე სოფლებში ისლარსა და ჯაფაროულში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გარე მაგისტრალის მოწყობას ხარაგაულში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით, შპს ,,STS group”-ი ახორციელებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ თოფურიძემ სოფელ ისლარში გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა, სოფლის ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. 

ხარაგაულის ორი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოებზე უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
ბუნებრივი აირის მაგისტრალის მშენებლობა ისლარსა და ჯაფაროულში ორი თვეში, ივნისის შუა რიცხვებში, დასრულდება რაც გარე ქსელის ჩაბარებას და ტესტირებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ხარაგაულში ოთხი სოფელი, ბაზალეთი, თეთრაწყარო, ახალსოფელი და ჩხერი გაზიფიცირდა. 

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

20 იანვრის 11:00-დან 21:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

19 იანვარი, 2018

20 იანვრის 11:00 საათიდან 21:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით.  ამის შესახებ...

მეტი

ხარაგაულის ორი სოფლის გაზიფიცირება დაიწყო

ხარაგაულის ორი სოფლის გაზიფიცირება დაიწყო
12:31 | 18 აპრილი, 2017

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნიკოლოზ თოფურიძემ სოფელ ისლარში გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტების მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა, სოფლის ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. 

ხარაგაულის ორი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოებზე უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
ბუნებრივი აირის მაგისტრალის მშენებლობა ისლარსა და ჯაფაროულში ორი თვეში, ივნისის შუა რიცხვებში, დასრულდება რაც გარე ქსელის ჩაბარებას და ტესტირებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ხარაგაულში ოთხი სოფელი, ბაზალეთი, თეთრაწყარო, ახალსოფელი და ჩხერი გაზიფიცირდა. 

ავტორი: ადმინისტრატორი