ხვალ გორში ოქონობის სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ

ადმინისტრატორი

18 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ქალაქ  გორში სახალხო დღესასწაული ოქონობა აღინიშნება.

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან 09:30 საათზე დაიწყება მსვლელობა ოქონის მშენებარე ეკლესიამდე, სადაც გორისა და ატენის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) სადღესასწაულო წირვას აღავლენს. წირვის შემდეგ გაიმართება მსვლელობა ქალაქის დალოცვის მიზნით.

დღის ბოლოს, 18:00 საათზე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია უმასპინძლებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.

ოქონობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრებიან ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს მეთოთხმეტედ აღინიშნება.

დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ–ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.

როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი სამკარედი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

მსგავსი სიახლეები
ხონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება

20 ნოემბერი, 2017

ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე დასრულდება 16 ობიექტის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2018 წელს შევა ექსპლუატაციაში. ერთ-ერთი...

მეტი

მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს

მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს

20 ნოემბერი, 2017

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ალექსანდრე ახალაძე უძღვება. ახალაძემ მადლობა გადაუხადა მერს შოთა მურღულიას გაწეული მუშაობისათვის და ახლადარჩეულ...

მეტი

ხვალ გორში ოქონობის სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ

ხვალ გორში ოქონობის სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ
15:41 | 17 აპრილი, 2017

დღის ბოლოს, 18:00 საათზე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია უმასპინძლებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.

ოქონობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრებიან ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს მეთოთხმეტედ აღინიშნება.

დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ–ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.

როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი სამკარედი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ავტორი: ადმინისტრატორი