პატრიარქის ეპისტოლე: რით დავიწყოთ სწორად ცხოვრება? სინანულით...

ადმინისტრატორი

"რაც შეეხება ამქვეყნად მყოფთ: ჩვენ ერთმანეთს ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეს ვუსურვებთ ხოლმე და ამისათვის მეტ-ნაკლებად ყველანი ვზრუნავთ, მაგრამ ყველა არ ზრუნავს იმისათვის, რომ სწორად, ღვთისნიერად იცხოვროს; არადა, სიცოცხლის ხანგრძლივობა   უფლის ნებაზეა დამოკიდებული, სწორად ცხოვრება კი,- ჩვენზე. შევთხოვთ ღმერთს, ეს იქცეს ყოველი ადამიანის უმთავრეს მიზნად.

-რით დავიწყოთ?

-სინანულით, როგორც  გვასწავლის წმინდა იოანე ნათლისმცემელი, როგორც  გვასწავლის იესო ქრისტე.

იგია სასწაულთმოქმედი წამალი ჩვენი სულისა!

სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი სცვლის; სცვლის პიროვნებისადმი როგორც შემოქმედის, ისე მოყვასის დამოკიდებულებას.  მეძავიც, ქურდიც, ამპარტავანიც, მოშურნეც, ლოთიც, შეურაცხმყოფელიც და მოძალადეც… გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მთელ ჭუჭყს იცილებს და ბოროტებას ასამარებს.

სინანული სინდისის განწმენდაა, ნათლისღების განახლებაა, ცოდვით მომკვდართა აღდგომა და ღმერთთან კავშირის განახლებაა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი ცოდვის შესაბამისი იქნება.

უფლისათვის  ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების  სურვილის არქონა. ხოლო ცოდვით თავმოწონება ან საზოგადოებისთვის მისი თავსმოხვევა გაცილებით დიდი დანაშაულია.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ  განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სამართალი ღვთისა და სხვა ადამიანისა. ამასათან სულიერ კიბეზე ამაღლება ნებისმიერ პიროვნებას ნებისმიერ დროს,  ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია და ამ წუთისოფელში არ არსებობს ბოროტება, არ არსებობს ისეთი დაცემული მდგომარეობა, საიდანაც უფლისაკენ მობრუნება იყოს შეუძლებელი, რადგან არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას.

გავიხსენოთ ვნების კვირაში განვითარებული მოვლენები: გამცემელი იუდა, უფლის სამგზის უარმყოფელი, – გულმხურვალე მოციქული პეტრე, შეშინებული  მოწაფეები, ერთგული იოანე და მენალსაცხებლე დედები, ფარული ქრისტიანები, პირადი კეთილდღეობისათვის უსამართლო მსჯავრის გამომტანი  პილატე,  ასევე უსამართლო სინედრიონი, მათ მინდობილი გულუბრყვილო ხალხი და სხვანი.

გავიხსენოთ  ორი ავაზაკიც, ისინი ხომ  ჯვარცმამდე, ფაქტიურად, მსგავისი ცხოვრებით ცხოვრობდენენ და ერთი ხვედრი ამიტომაც ერგოთ. სულ ბოლო მომენტში, კი, – ჯვარზე, – მათი გზები რადიკალურად გაიყო:  ერთმა სინანულითა და ქრისტეს რწმენით სამოთხე დაიმკვიდრა, მეორემ კი, უტიფრობითა და უგულისხმობით, -ჯოჯოხეთი.

თითოეულ ჩვენგანს ჩვენი გზა და ჯვარი გვაქვს. როგორი იქნება იგი და სადამდე მიგვიყვანს?

ინებოს ღმერთმა, ჩვენც  ჩვენი გულწრფელობითა და ცოდვის განცდით  მაცხოვრის შეწყალების ღირსნი გავხდეთ და საყოველთაო აღდგომის დღეს ჩვენც განგვეცხადოს მისი სიტყვები: ,,მოვედით, კურთხეულნო მამისა  ჩემისანო,  და დაიმკვიდრეთ  სამყაროს შექმნიდან თქვენთვის განმზადებული სასუფეველი“ (მთ.25,34).

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე.

2017 წელი. თბილისი.

მსგავსი სიახლეები
რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სარემონტო სამუშაოები 2018 წელს დასრულდება

18 აგვისტო, 2017

სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ რუხის მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის კორპუსების მშენებლობა დაასრულა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. ასევე დასრულდა ძირითადი შენობის ფასადის მოპირკეთება,-...

მეტი

სოფელ საწულუკიძეოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

სოფელ საწულუკიძეოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს

18 აგვისტო, 2017

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოში გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.  კომპანია სოფელ საწულუკიძეოში მიწისქვეშა მილსადენების მონტაჟს კვირის...

მეტი

პატრიარქის ეპისტოლე: რით დავიწყოთ სწორად ცხოვრება? სინანულით...

პატრიარქის ეპისტოლე: რით დავიწყოთ სწორად ცხოვრება? სინანულით...
23:59 | 15 აპრილი, 2017

-რით დავიწყოთ?

-სინანულით, როგორც  გვასწავლის წმინდა იოანე ნათლისმცემელი, როგორც  გვასწავლის იესო ქრისტე.

იგია სასწაულთმოქმედი წამალი ჩვენი სულისა!

სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი სცვლის; სცვლის პიროვნებისადმი როგორც შემოქმედის, ისე მოყვასის დამოკიდებულებას.  მეძავიც, ქურდიც, ამპარტავანიც, მოშურნეც, ლოთიც, შეურაცხმყოფელიც და მოძალადეც… გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მთელ ჭუჭყს იცილებს და ბოროტებას ასამარებს.

სინანული სინდისის განწმენდაა, ნათლისღების განახლებაა, ცოდვით მომკვდართა აღდგომა და ღმერთთან კავშირის განახლებაა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი ცოდვის შესაბამისი იქნება.

უფლისათვის  ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების  სურვილის არქონა. ხოლო ცოდვით თავმოწონება ან საზოგადოებისთვის მისი თავსმოხვევა გაცილებით დიდი დანაშაულია.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ  განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სამართალი ღვთისა და სხვა ადამიანისა. ამასათან სულიერ კიბეზე ამაღლება ნებისმიერ პიროვნებას ნებისმიერ დროს,  ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია და ამ წუთისოფელში არ არსებობს ბოროტება, არ არსებობს ისეთი დაცემული მდგომარეობა, საიდანაც უფლისაკენ მობრუნება იყოს შეუძლებელი, რადგან არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას.

გავიხსენოთ ვნების კვირაში განვითარებული მოვლენები: გამცემელი იუდა, უფლის სამგზის უარმყოფელი, – გულმხურვალე მოციქული პეტრე, შეშინებული  მოწაფეები, ერთგული იოანე და მენალსაცხებლე დედები, ფარული ქრისტიანები, პირადი კეთილდღეობისათვის უსამართლო მსჯავრის გამომტანი  პილატე,  ასევე უსამართლო სინედრიონი, მათ მინდობილი გულუბრყვილო ხალხი და სხვანი.

გავიხსენოთ  ორი ავაზაკიც, ისინი ხომ  ჯვარცმამდე, ფაქტიურად, მსგავისი ცხოვრებით ცხოვრობდენენ და ერთი ხვედრი ამიტომაც ერგოთ. სულ ბოლო მომენტში, კი, – ჯვარზე, – მათი გზები რადიკალურად გაიყო:  ერთმა სინანულითა და ქრისტეს რწმენით სამოთხე დაიმკვიდრა, მეორემ კი, უტიფრობითა და უგულისხმობით, -ჯოჯოხეთი.

თითოეულ ჩვენგანს ჩვენი გზა და ჯვარი გვაქვს. როგორი იქნება იგი და სადამდე მიგვიყვანს?

ინებოს ღმერთმა, ჩვენც  ჩვენი გულწრფელობითა და ცოდვის განცდით  მაცხოვრის შეწყალების ღირსნი გავხდეთ და საყოველთაო აღდგომის დღეს ჩვენც განგვეცხადოს მისი სიტყვები: ,,მოვედით, კურთხეულნო მამისა  ჩემისანო,  და დაიმკვიდრეთ  სამყაროს შექმნიდან თქვენთვის განმზადებული სასუფეველი“ (მთ.25,34).

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე.

2017 წელი. თბილისი.

ავტორი: ადმინისტრატორი