კახა კუკავა: სტრასბურგივით "ოცნებას" ყვითელ ბარათს ვენეციაც თუ უჩვენებს,ბომბს გავნაღმავთ

იაგო ნაცვლიშვილი

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტირების საკითხი არასაპარლამენტო ოპოზიციაშია შეთანხმებულია, თუმცა პოლიტიკური პარტიები სტრატეგიასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებენ.

პოლიტიკოსი „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი პოზიციაა უფრო აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ და მოახდინონ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის პიკეტირება.

კუკავას ინფორმაციით, ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკურ ვაჭრობას აწარმოებს, რათა მათ საკონსტიტუციო კომისია არ დატოვონ. კონკრეტულად ვისთან, კუკავა არ აკონკრეტებს, თუმცა დასძენს, რომ ამაში ძირითადად ლიბერალური პარტიები იგულისხმება.

ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას აპირებთ. თუ შეიძლება განუმარტეთ ჩვენს მკითხველს, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს პოზიცია მთლიანად არასაპარლამენტო ოპოზიციის სრული სპექტრის შეთანხმებული გადაწყვეტილებაა?

დიახ, ეს არის არასაპარლამენტო ოპოზიციის სრული სპექტრის შეთანხმებული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით, რადგან ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგზე უარი თქვა. ხელისუფლებამ დააიგნორა ოპოზიციის შენიშვნების 100%-ს. კონსტიტუცია შეთანხმების პროდუქტი უნდა იყოს, თუმცა, ხელისუფლებას სურს, რომ ეს კონსტიტუცია „ქართულ ოცნებაზე“ იყოს მორგებული. თუ ხელისუფლებამ აირჩია კონფრონტაციის გზა, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას და ვნახოთ ამ კონფრონტაციის რეჟიმში ვინ გაიმარჯვებს. ჯერჯერობით, ხალხთან კონფრონტაციაში საქართველოს არცერთ ხელისუფლებას გაუმარჯვია.

რა გეგმა გაქვთ? რას გააკეთებთ?

ჩვენ გვაქვს გეგმა, თუმცა კონსულტაციები კიდევ გრძელდება. პირველი ნაბიჯი იქნება კომისიის ბოიკოტი, თუმცა „თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერს, რომ პროტესტმა უფრო აქტიური სახე მიიღოს. რამდენიმე პარტია ჩვენს ამ პოზიციას იზიარებს, რამდენიმეს თვითონ აქვს თავისი შეხედულებები. იმედი მაქვს, რომ კომისიის ბოიკოტირების საკითხი მომდევნო კვირაში წარმატებით შედგება. ვიმედოვნებ, რომ ამის შემდეგ უფრო აქტიური ქმედებები იქნება.

რა იგულისხმება აქტიურ ქმედებებში? რა ხედვა გაქვთ თქვენ და რას სთავაზობთ ოპოზიციას?

მე პირადად მხარს ვუჭერ საპროტესტო აქციებს ივანიშვილის რეზიდენციასთან, მისი რეზიდენციის ბლოკირებას და პიკეტირებას.

რომელი პარტიები არ იზიარებენ ამ პოზიციას?

არ მინდა დავასახელო კონკრეტული პარტიები. არ მინდა, რომ ამით ოპოზიციურ განხეთქილებას ხელი შევუწყო. თუმცა, სიახლე არაფერია. ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა მთავარია არა ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებები, არამედ რაღაცა სხვა ტიპის ინტრიგები. მე ვფიქრობ, ეს გამოჩნდება უახლოეს რამდენიმე კვირაში.

საპარლამენტო ოპოზიციასთანაც ხომ არ გაქვთ კონსულტაციები?

„პატრიოტთა ალიანსთან“ გვაქვს კონსულტაცია, რომელიც მომავალ კვირაში ამ ბოიკოტს შეუერთდება.

რაც შეეხება მთავარ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილები. მათთან არ მართავთ მოლაპარაკებებს?

ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ისინი არიან მთავარი ოპოზიციური ძალები. რაც შეეხება იმას, შეუერთდებიან თუ არა ბოიკოტს, მათ შეუძლიათ ჩვენგან დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ეს საკითხი.

ხელისუფლებასთან კონფრონტაცია ახსენეთ . რა საკითხზე მოხდა ეს? პრეზიდენტის არჩევის წესზე თუ სხვა საკითხებზეც, იგივე საარჩევნო საკითხები და ა.შ.

ეს ეხება აბსოლუტურად ყველა საკითხს. ჩვენ არ გვქონდა ულტიმატუმი, რომ რაღაც ერთ კონკრეტულ საკითხზე ეს გაკეთდეს. ჩვენ გვქონდა პოზიცია ყველა საკითხზე. კონსტიტუცია ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის პოლიტიკური ძალების შეთანხმების პროდუქტი, ამიტომ ჩვენ ვამბობდით, რომ მოდით ყველა საკითხზე გავმართოთ დიალოგი და თუ რაღაც საკითხებზე პოზიციას დათმობს ხელისუფლება, ჩვენც აუცილებლად გადავდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს. ხელისუფლებამ ყველა პრინციპული საკითხი „ქართული ოცნების“ პარტიული ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტა. მან არცერთ საკითხზე არ გაითვალისწინა არც საზოგადოებრივი აზრი, არც ოპოზიციური  და არც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციები. იმდენად თავხედურად მოიქცა, რომ ასე სააკაშვილის რეჟიმიც კი არ იქცეოდა ყოველთვის. მე არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ დღეს იმ მდგომარეობაში იყოს, რომ თავს ასეთი ფუფუნების უფლებას აძლევდეს.

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით წარადგინეთ თქვენი ხედვა. რა იყო ხელისუფლების არგუმენტაცია წარდგენილ ხედვებთან დაკავშირებით?

მათი არგუმენტაცია იგივეა, რაც სააკაშვილის რეჟიმის არგუმენტები იყო. უბრალოდ უტიფრები არიან და ყველა საკითხს საკუთარი პარტიული ინტერესებიდან წყვეტენ. ხანდახან არგუმენტები სასაცილო მდგომარეობამდე მიდის, განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დასახელებული არგუმენტები. რა არგუმენტი უნდა თქვან?! რ არგუმენტებითაც 9 წლის წინ პარლამენტის კიბეებზე შიმშილობდნენ დღეს იმაზე კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

თქვენ განცხადეთ რომ, რა „სილაც“ სტრასბურგის სასამართლომ "გააწნა" ხელისუფლებას, ვიმუშავებთ რომ ისეთივე „სილა გააწნას“ ვენეციის კომისიამო. რას ელოდებით ვენეციის კომისიისგან? როგორ შეიძლება „გააწნას სილა“?

ვენეციის კომისიამ და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა თქვას, რომ ივანიშვილის კონსტიტუცია ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის. ეს იქნება „სილის გაწვნა“.

ჩვენ 25 წელია ერთი და იგივე ამოცანის წინაშე ვდგავართ, ავტორიტარული რეჟიმების დემონტაჟი მშვიდობიანი მეთოდებით. ეს ადვილი არ არის. თუ გადახედავთ სხვა ქვეყნის მაგალითებს, სადაც ავტორიტარული რეჟიმებია, ძალიან ხშირად ხდება, რომ ხანდახან ასწლეულები გრძელდება ასეთი რეჟიმები, ან ის რომ ეს ხდება არამშვიდობიანი მეთოდებით. ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ჩვენი ამოცანა პრაქტიკულად ბომბის განაღმვაა, ამიტომ ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების საჯარო კრიტიკული პოზიცია ივანიშვილის რეჟიმის მიმართ.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ეს იყო ყვითელი ბარათი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნაჩვენები. თუ კონსტიტუციის საკითხზეც იგივე შედეგს მივაღწიეთ საერთაშორისო საზოგადოებიდან მე ვფიქრობ, მაშინ ბომბის მშვიდობიანად განაღმვას მოვახერხებთ. იმიტომ, რომ ამით ივანიშვილი დაინახავს, რომ თუ ის ანგარიშს არ გაუწევს საერთაშორისო თანამეგობრობას, დღის წესრიგში დადგება არა უბრალოდ მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილების საკითხი, არამედ მისი პანამის ანგარიშების და საერთოდ მისი საერთაშორისო ანგარიშების დაყადაღების საკითხი.

თუ გადახედავთ ბოლო პერიოდში არაბულ სამყაროში დამხობილ დიქტატორების საკითხებს, დაინახავთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელსაც დასავლეთი იყენებს, ეს მათი ანგარიშების გაყინვაა. ჩვენი ამოცანაა, ამ რეჟიმმა - „ქართულმა ოცნებამ“ უსისხლოდ და იარაღის გამოყენების გარეშე დატოვოს ძალაუფლება, ამიტომ საერთაშორისო ასპარეზზე უნდა შეიქმნას კონსენსუსი, რომ ივანიშვილი დიქტატორია და მის წინააღმდეგ გამოყენებული უნდა იყოს ის სანქციები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბირება.

 ოპოზიციაში საერთო ენის გამონახვა რთულია ხოლმე, მაშინაც კი როდესაც თითქოს საერთო პოზიცია არსებობს. ბოლოს ვიღაცა მაინც უარს ამბობს ხოლმე ამ საერთო ოპოზიციურ გეგმაზე. ახლა რა გარანტიაა იმის, რომ ვიღაცა კომისიაში არ დარჩება?

არანაირი გარანტია არ არსებობს. ხელისუფლება ახლა სწორედ მაგას აკეთებს, რასაც შენ ამბობ. ცდილობს, ცალკეული ოპოზიციური პარტიები მოისყიდოს.

თქვენი ინფორმაციით, პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობს?

დიახ. მე ვფლობ გარკვეულ ინფორმაციებს ამასთან დაკავშირებით. მე სტრასბურგის სასამართლო შემთხვევით არ მიხსენებია. სტრასბურგის სასამართლო ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა როგორც გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეზე, არამედ მნიშვნელოვანია იმით, რომ სტრასბურგის სასამართლო როდესაც იღებს მსგავს გადაწყვეტილებას, ყველა ხვდება რომ ამ დიქტატორის საქმე წასულია. შეგახსნებთ, რომ როდესაც სტრასბურგმა ასლან აბაშიძესთან, ედუარდ შევარდანაძესთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, მათ ხელისუფლება სულ რამდენიმე თვე შეინარჩუნეს.

ასე, რომ შინაგანად ყველა აცნობიერებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მიმავალია. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პროცესი, მეორე საკითხია, მაგრამ ის, რომ ეს წარმავალი რეჟიმია ამას ყველა კარგად აცნობიერებს. როგორც შევარდანაძეს და სააკაშვილს არ გაჰყოლია არავინ პოლიტიკურ საფლავში, რა თქმა უნდა თავისი სატელიტები ივანიშვილსაც შემოეცლება გვერდიდან.

აღნიშნეთ, რომ გაქვთ ინფორმაცია თითქოს ხელისუფლება აწარმოებს გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკურ ვაჭრობას. დაგვისახელეთ, ვისთან ცდილობს გარიგებას?

ეგ რომ დავასახელო ოპოზიციის განხეთქილებას ხელი მე უნდა შევუწყო. თხოვნა მიდის, ეს განცხადება საჯაროდაც გაკეთდა, რომ ოპოზიციამ არ გამოუცხადოს ბოიკოტი საკონსტიტუციო კომისიას. არის ფარული ქმედებებიც.

ეს მაინც გვითხარით ლიბერალური პარტიები იგულისხმება ამაში?

რა თქმა უნდა, ძირითადად ლიბერალური პარტიებია, თუმცა ამ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტულ პარტიაზე მინიშნებას არ ვაკეთებ.

მსგავსი სიახლეები
კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია

22 აგვისტო, 2017

C ჰეპატიტის პროგრამის მეორე ტალღა, კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია, რომლებმაც გამოიყენეს უნიკალური შანსი და მომაკვდინებელი ვირუსი, სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით დაამარცხეს. Jandacvis Saministro   The post კამპანია...

მეტი

ჯიმითში სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ

ჯიმითში სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ

22 აგვისტო, 2017

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ, რაც სოფელში ასფალტი დაიგო, მძღოლები სიჩქარეს აღარ აკონტროლებენ, რის გამოც ავარიული სიტუაციები გახშირდა. სწორედ ამიტომ, ისინი შიდა გზებზე სიჩქარის...

მეტი

კახა კუკავა: სტრასბურგივით "ოცნებას" ყვითელ ბარათს ვენეციაც თუ უჩვენებს,ბომბს გავნაღმავთ

კახა კუკავა: სტრასბურგივით "ოცნებას" ყვითელ ბარათს ვენეციაც თუ უჩვენებს,ბომბს გავნაღმავთ
21:30 | 13 აპრილი, 2017

პოლიტიკოსი „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი პოზიციაა უფრო აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ და მოახდინონ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის პიკეტირება.

კუკავას ინფორმაციით, ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკურ ვაჭრობას აწარმოებს, რათა მათ საკონსტიტუციო კომისია არ დატოვონ. კონკრეტულად ვისთან, კუკავა არ აკონკრეტებს, თუმცა დასძენს, რომ ამაში ძირითადად ლიბერალური პარტიები იგულისხმება.

ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო კომისიის დატოვებას აპირებთ. თუ შეიძლება განუმარტეთ ჩვენს მკითხველს, რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს პოზიცია მთლიანად არასაპარლამენტო ოპოზიციის სრული სპექტრის შეთანხმებული გადაწყვეტილებაა?

დიახ, ეს არის არასაპარლამენტო ოპოზიციის სრული სპექტრის შეთანხმებული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებამდე მივედით, რადგან ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგზე უარი თქვა. ხელისუფლებამ დააიგნორა ოპოზიციის შენიშვნების 100%-ს. კონსტიტუცია შეთანხმების პროდუქტი უნდა იყოს, თუმცა, ხელისუფლებას სურს, რომ ეს კონსტიტუცია „ქართულ ოცნებაზე“ იყოს მორგებული. თუ ხელისუფლებამ აირჩია კონფრონტაციის გზა, ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას და ვნახოთ ამ კონფრონტაციის რეჟიმში ვინ გაიმარჯვებს. ჯერჯერობით, ხალხთან კონფრონტაციაში საქართველოს არცერთ ხელისუფლებას გაუმარჯვია.

რა გეგმა გაქვთ? რას გააკეთებთ?

ჩვენ გვაქვს გეგმა, თუმცა კონსულტაციები კიდევ გრძელდება. პირველი ნაბიჯი იქნება კომისიის ბოიკოტი, თუმცა „თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერს, რომ პროტესტმა უფრო აქტიური სახე მიიღოს. რამდენიმე პარტია ჩვენს ამ პოზიციას იზიარებს, რამდენიმეს თვითონ აქვს თავისი შეხედულებები. იმედი მაქვს, რომ კომისიის ბოიკოტირების საკითხი მომდევნო კვირაში წარმატებით შედგება. ვიმედოვნებ, რომ ამის შემდეგ უფრო აქტიური ქმედებები იქნება.

რა იგულისხმება აქტიურ ქმედებებში? რა ხედვა გაქვთ თქვენ და რას სთავაზობთ ოპოზიციას?

მე პირადად მხარს ვუჭერ საპროტესტო აქციებს ივანიშვილის რეზიდენციასთან, მისი რეზიდენციის ბლოკირებას და პიკეტირებას.

რომელი პარტიები არ იზიარებენ ამ პოზიციას?

არ მინდა დავასახელო კონკრეტული პარტიები. არ მინდა, რომ ამით ოპოზიციურ განხეთქილებას ხელი შევუწყო. თუმცა, სიახლე არაფერია. ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა მთავარია არა ხელისუფლების წინააღმდეგ ქმედებები, არამედ რაღაცა სხვა ტიპის ინტრიგები. მე ვფიქრობ, ეს გამოჩნდება უახლოეს რამდენიმე კვირაში.

საპარლამენტო ოპოზიციასთანაც ხომ არ გაქვთ კონსულტაციები?

„პატრიოტთა ალიანსთან“ გვაქვს კონსულტაცია, რომელიც მომავალ კვირაში ამ ბოიკოტს შეუერთდება.

რაც შეეხება მთავარ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილები. მათთან არ მართავთ მოლაპარაკებებს?

ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ისინი არიან მთავარი ოპოზიციური ძალები. რაც შეეხება იმას, შეუერთდებიან თუ არა ბოიკოტს, მათ შეუძლიათ ჩვენგან დამოუკიდებლად გადაწყვიტონ ეს საკითხი.

ხელისუფლებასთან კონფრონტაცია ახსენეთ . რა საკითხზე მოხდა ეს? პრეზიდენტის არჩევის წესზე თუ სხვა საკითხებზეც, იგივე საარჩევნო საკითხები და ა.შ.

ეს ეხება აბსოლუტურად ყველა საკითხს. ჩვენ არ გვქონდა ულტიმატუმი, რომ რაღაც ერთ კონკრეტულ საკითხზე ეს გაკეთდეს. ჩვენ გვქონდა პოზიცია ყველა საკითხზე. კონსტიტუცია ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის პოლიტიკური ძალების შეთანხმების პროდუქტი, ამიტომ ჩვენ ვამბობდით, რომ მოდით ყველა საკითხზე გავმართოთ დიალოგი და თუ რაღაც საკითხებზე პოზიციას დათმობს ხელისუფლება, ჩვენც აუცილებლად გადავდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს. ხელისუფლებამ ყველა პრინციპული საკითხი „ქართული ოცნების“ პარტიული ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტა. მან არცერთ საკითხზე არ გაითვალისწინა არც საზოგადოებრივი აზრი, არც ოპოზიციური  და არც საერთაშორისო თანამეგობრობის რეკომენდაციები. იმდენად თავხედურად მოიქცა, რომ ასე სააკაშვილის რეჟიმიც კი არ იქცეოდა ყოველთვის. მე არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ დღეს იმ მდგომარეობაში იყოს, რომ თავს ასეთი ფუფუნების უფლებას აძლევდეს.

ოპოზიციამ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით წარადგინეთ თქვენი ხედვა. რა იყო ხელისუფლების არგუმენტაცია წარდგენილ ხედვებთან დაკავშირებით?

მათი არგუმენტაცია იგივეა, რაც სააკაშვილის რეჟიმის არგუმენტები იყო. უბრალოდ უტიფრები არიან და ყველა საკითხს საკუთარი პარტიული ინტერესებიდან წყვეტენ. ხანდახან არგუმენტები სასაცილო მდგომარეობამდე მიდის, განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დასახელებული არგუმენტები. რა არგუმენტი უნდა თქვან?! რ არგუმენტებითაც 9 წლის წინ პარლამენტის კიბეებზე შიმშილობდნენ დღეს იმაზე კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

თქვენ განცხადეთ რომ, რა „სილაც“ სტრასბურგის სასამართლომ "გააწნა" ხელისუფლებას, ვიმუშავებთ რომ ისეთივე „სილა გააწნას“ ვენეციის კომისიამო. რას ელოდებით ვენეციის კომისიისგან? როგორ შეიძლება „გააწნას სილა“?

ვენეციის კომისიამ და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა თქვას, რომ ივანიშვილის კონსტიტუცია ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის. ეს იქნება „სილის გაწვნა“.

ჩვენ 25 წელია ერთი და იგივე ამოცანის წინაშე ვდგავართ, ავტორიტარული რეჟიმების დემონტაჟი მშვიდობიანი მეთოდებით. ეს ადვილი არ არის. თუ გადახედავთ სხვა ქვეყნის მაგალითებს, სადაც ავტორიტარული რეჟიმებია, ძალიან ხშირად ხდება, რომ ხანდახან ასწლეულები გრძელდება ასეთი რეჟიმები, ან ის რომ ეს ხდება არამშვიდობიანი მეთოდებით. ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. ჩვენი ამოცანა პრაქტიკულად ბომბის განაღმვაა, ამიტომ ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების საჯარო კრიტიკული პოზიცია ივანიშვილის რეჟიმის მიმართ.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე ეს იყო ყვითელი ბარათი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნაჩვენები. თუ კონსტიტუციის საკითხზეც იგივე შედეგს მივაღწიეთ საერთაშორისო საზოგადოებიდან მე ვფიქრობ, მაშინ ბომბის მშვიდობიანად განაღმვას მოვახერხებთ. იმიტომ, რომ ამით ივანიშვილი დაინახავს, რომ თუ ის ანგარიშს არ გაუწევს საერთაშორისო თანამეგობრობას, დღის წესრიგში დადგება არა უბრალოდ მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილების საკითხი, არამედ მისი პანამის ანგარიშების და საერთოდ მისი საერთაშორისო ანგარიშების დაყადაღების საკითხი.

თუ გადახედავთ ბოლო პერიოდში არაბულ სამყაროში დამხობილ დიქტატორების საკითხებს, დაინახავთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელსაც დასავლეთი იყენებს, ეს მათი ანგარიშების გაყინვაა. ჩვენი ამოცანაა, ამ რეჟიმმა - „ქართულმა ოცნებამ“ უსისხლოდ და იარაღის გამოყენების გარეშე დატოვოს ძალაუფლება, ამიტომ საერთაშორისო ასპარეზზე უნდა შეიქმნას კონსენსუსი, რომ ივანიშვილი დიქტატორია და მის წინააღმდეგ გამოყენებული უნდა იყოს ის სანქციები, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბირება.

 ოპოზიციაში საერთო ენის გამონახვა რთულია ხოლმე, მაშინაც კი როდესაც თითქოს საერთო პოზიცია არსებობს. ბოლოს ვიღაცა მაინც უარს ამბობს ხოლმე ამ საერთო ოპოზიციურ გეგმაზე. ახლა რა გარანტიაა იმის, რომ ვიღაცა კომისიაში არ დარჩება?

არანაირი გარანტია არ არსებობს. ხელისუფლება ახლა სწორედ მაგას აკეთებს, რასაც შენ ამბობ. ცდილობს, ცალკეული ოპოზიციური პარტიები მოისყიდოს.

თქვენი ინფორმაციით, პოლიტიკური ვაჭრობა მიმდინარეობს?

დიახ. მე ვფლობ გარკვეულ ინფორმაციებს ამასთან დაკავშირებით. მე სტრასბურგის სასამართლო შემთხვევით არ მიხსენებია. სტრასბურგის სასამართლო ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა როგორც გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეზე, არამედ მნიშვნელოვანია იმით, რომ სტრასბურგის სასამართლო როდესაც იღებს მსგავს გადაწყვეტილებას, ყველა ხვდება რომ ამ დიქტატორის საქმე წასულია. შეგახსნებთ, რომ როდესაც სტრასბურგმა ასლან აბაშიძესთან, ედუარდ შევარდანაძესთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, მათ ხელისუფლება სულ რამდენიმე თვე შეინარჩუნეს.

ასე, რომ შინაგანად ყველა აცნობიერებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მიმავალია. რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს პროცესი, მეორე საკითხია, მაგრამ ის, რომ ეს წარმავალი რეჟიმია ამას ყველა კარგად აცნობიერებს. როგორც შევარდანაძეს და სააკაშვილს არ გაჰყოლია არავინ პოლიტიკურ საფლავში, რა თქმა უნდა თავისი სატელიტები ივანიშვილსაც შემოეცლება გვერდიდან.

აღნიშნეთ, რომ გაქვთ ინფორმაცია თითქოს ხელისუფლება აწარმოებს გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკურ ვაჭრობას. დაგვისახელეთ, ვისთან ცდილობს გარიგებას?

ეგ რომ დავასახელო ოპოზიციის განხეთქილებას ხელი მე უნდა შევუწყო. თხოვნა მიდის, ეს განცხადება საჯაროდაც გაკეთდა, რომ ოპოზიციამ არ გამოუცხადოს ბოიკოტი საკონსტიტუციო კომისიას. არის ფარული ქმედებებიც.

ეს მაინც გვითხარით ლიბერალური პარტიები იგულისხმება ამაში?

რა თქმა უნდა, ძირითადად ლიბერალური პარტიებია, თუმცა ამ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტულ პარტიაზე მინიშნებას არ ვაკეთებ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი