ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს - ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

ცნობისთვის, ჭაქვინჯის ციხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მდებარეობს.

ჭაქვინჯის ციხე ქართული თავდაცვითი და საერო არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული და უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, რომელიც თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა ეპოქების სამშენებლო ტრადიციებს და ცალკეულ შემთხვევებში გამორჩეულია თავისი სამშენებლო გადაწყვეტებით.

სწორედ, ძეგლის გამორჩეული ისტორიულ-კულუტურული ღირებულების გათვალისწინებით, 2017 წლის 17 მარტს ჭაქვინჯის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ამავე წლის 13 აპრილს კი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

ჭაქვინჯის ციხე V-XVII საუკუნეებით დათარიღებული არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლია. ციხე ორი ნაწილისაგან - ქვედა ციხისა და ციტადელისგან შედგებოდა. დღევანდელი მდგომარეობით, ქვედა ციხიდან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი, გარდა ძლიერ დაზიანებული კოშკისა, რომელიც ციტადელს გვირაბით უკავშირდებოდა. გვირაბი მხოლოდ სამხრეთის და დასავლეთის კელდების ნაშთის სახითაა შემორჩენილი და ის ციხის ორი ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირების მთავარ საშუალებას წარმოადგენდა. ციტადელი გეგმით წაგრძელებული ოვალია. სიგრძეში 100 მეტრია, სიგანეში კი ყველაზე განიერ ადგილას (30 მ.) კარგადაა მორგებული რელიეფს. განირჩევა მშენებლობის რამდენიმე ფენა. ყველაზე ადრეული ფენა V-VI სს-ისაა, შემდგომი ფენა კი განვითარებულ შუა საუკუნეებს უკავშირდება. XVI-XVII ს-ში დადიანების დროს ციხეს გადაკეთება განუცდია. ამავე პერიოდში, ციხე მათ ერთ-ერთ რეზიდენციას წარმოადგენდა.

შეასრულე ჯეიმს ბლანტის სიმღერა, გადაიღე ვიდეო და დაელოდე...

შეასრულე ჯეიმს ბლანტის სიმღერა, გადაიღე ვიდეო და დაელოდე...

1 საათის წინ

კომპეტენტური ჟიური აირჩევს 6 საუკეთესო შემსრულებელს და ექვსივე მონაწილე იმღერებს 10 მაისს, Hard Rock Cafe-ში (მის. თბილისი, ვ.პეტრიაშვილის #1), ჯეიმს ბლანტისადმი მიძღვნილ საღამოზე საღამოზე ჟიური 2 გამარჯვებულს გამოავლენს. პირველი ადგილის მფლობელს...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036