საქართველოს ლიტვის თავდაცვის მინისტრი ეწვია

ადმინისტრატორი

ლიტვის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იმყოფება. 

რაიმუნდას კარობლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. ლიტვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. შესრულდა ლიტვის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ლიტვის დელეგაციასთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში წარიმართა, რომელსაც ლიტვის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიტალიუს ვეიკშნორასი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ ლიტველ კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საგანმანათლებლო სფეროზე, ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება ლიტვის მიერ საქართველოს ეროვნული გვარდიის რეფორმირების პროცესში შეტანილ წვლილსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში ლიტვის ჩართულობაზე გამახვილდა.

შეხვედრის დროს, ლევან იზორიამ ხაზი სკანდინავია-ბალტიისპირეთი- საქართველოს ფორუმის დაფუძნების მნიშვნელობას გაუსვა და აღნიშნა, რომ შვედი, ფინელი და ესტონელი კოლეგები ამ ინიციატივას მიესალმებიან. გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ხელი ერთობლივ განცხადებას მოაწერეს, რაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა სამხედრო განათლება, ერთობლივი სწავლებები და წვრთნები, საქართველოს ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების გაზრდა, ასევე ლიტვის მხარდაჭერა თავდაცვის მიმართულებით სწორი რეფორმების განსახორციელებლად. გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები მედიასთან შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მსგავსი სიახლეები
რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს საერთაშორისო ლაბორატორიული სემინარი

26 აპრილი, 2017

2017 წლის 24-28 აპრილს, ჯანმო-ს დაფინანსებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს საერთაშორისო ლაბორატორიული სემინარი ბაქტერიული მენინგიტების...

მეტი

ქუთაისში ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს

ქუთაისში ჩერნობილის ტრაგედიის დროს დაღუპულებს პატივი მიაგეს

26 აპრილი, 2017

ჩერნობილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. ქუთაისის მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძემ, იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან ყვავილები...

მეტი

საქართველოს ლიტვის თავდაცვის მინისტრი ეწვია

საქართველოს ლიტვის თავდაცვის მინისტრი ეწვია
10:33 | 12 აპრილი, 2017

რაიმუნდას კარობლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. ლიტვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს სამწყობრო მოედანზე გაიმართა. შესრულდა ლიტვის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, ლიტვის დელეგაციასთან შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში წარიმართა, რომელსაც ლიტვის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიტალიუს ვეიკშნორასი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ ლიტველ კოლეგას პოლიტიკური მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საგანმანათლებლო სფეროზე, ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ყურადღება ლიტვის მიერ საქართველოს ეროვნული გვარდიის რეფორმირების პროცესში შეტანილ წვლილსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში ლიტვის ჩართულობაზე გამახვილდა.

შეხვედრის დროს, ლევან იზორიამ ხაზი სკანდინავია-ბალტიისპირეთი- საქართველოს ფორუმის დაფუძნების მნიშვნელობას გაუსვა და აღნიშნა, რომ შვედი, ფინელი და ესტონელი კოლეგები ამ ინიციატივას მიესალმებიან. გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ხელი ერთობლივ განცხადებას მოაწერეს, რაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორისაა სამხედრო განათლება, ერთობლივი სწავლებები და წვრთნები, საქართველოს ეროვნული გვარდიის შესაძლებლობების გაზრდა, ასევე ლიტვის მხარდაჭერა თავდაცვის მიმართულებით სწორი რეფორმების განსახორციელებლად. გაფართოებულ ფორმატში დელეგაციებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და ლიტვის თავდაცვის მინისტრებმა განხილული თემები მედიასთან შეაჯამეს და ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ავტორი: ადმინისტრატორი