მოსკოვში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს

მოსკოვში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს

მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს რუსეთში არსებული „პოლიტიკური კლიმატი“ გაითვალისწინონ და სიფხიზლე გამოიჩინონ,-ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გავრცელდა.

უწყების ინფორმაციით, რუსეთში "ანტი-ამერიკული" განწყობა გაიზარდა და "ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების" გამართვის მაღალი შესაძლებლობა არსებობს. როგორც საელჩო აღნიშნავს, აქციებზე შესაძლოა შეტაკება მოხდეს და ამ ფაქტმა "ძალადობის ესკალაცია" გამოიწვიოს.

საელჩო აშშ-ს მოქალაქეებს მოუწოდებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ, ყოველთვის ატარონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, კერძოდ, პასპორტი, რუსეთის ვიზა, და შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში რუსეთის პოლიციას წარუდგინონ.

საელჩო ასევე მოქალაქეებს მოუწოდებს ყოველთვის ატარონ მობილური ტელეფონი, ყურადღებით დააკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს და ახალი ამბებს გაეცნონ.

მონტენეგროს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას გეგმავს

მონტენეგროს პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას გეგმავს

22 წუთის წინ

მან სინანული გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაუარესდა. "ეს იმის გამოა, რომ მონტენეგრომ 12 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომელშიც რუსეთის ხელმძღვანელობამ დიდი წვლილი შეიტანა, სტრატეგიული არჩევანი ნატო-სა...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036