„სამწუხაროდ, ისტორია მეორდება. ვუშვებთ იდენტურ შეცდომებს. ვერ ვიყენებთ ხელსაყრელ მომენტებს. 1:0-ზე ყაზაიშვილს რომ გაეტანა, სულ სხვა თამაში წავიდოდა. სერბეთმა მეორე ტაიმში კლასი გამოავლინა. სამჯერ დაარტყეს და სამივე გაიტანეს. ჩვენც გვქონდა მომენტები, მაგრამ ვეღარ გავუწიეთ წინააღმდეგობა. ფეხბურთელებმა ვერ აჩვენეს ის, რაც შეუძლიათ. 6 მოთამაშებ ითამაშა ისე, როგორც შეუძლია. 5-მა კი - ვერა. ასე შეუძლებელია კარგი გუნდის შექმნა და მოგება“, - განაცხადა ვაისმა.
საქართველოს ნაკრებმა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა, სერბეთთან, შინ 1:3 წააგო და ამ დრომდე მოუგებელია.
მეოთხე შეხვედრა ქართველი ჰოკეისტებისთვის ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა და ყველაფერი მესამე პერიოდში გაირკვა. მეორე პერიოდი 2:2 დასრულდა, მესამეს დასაწყისში მასპინძლები დაწინაურდნენ, შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველოს გათანაბრების...