კახა კახიშვილი ბელარუსის ელჩს საქართველოში მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა

ადმინისტრატორი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დღეს ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოს ხელისუფლების სისხლის სამართლებრივ პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმირების კუთხით, რეგიონში მოწინავე ქვეყანა გახდა. 

„2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მასშტაბური რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანი იყო სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვა, პატიმართა სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესება და მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვა. შედეგად, დღეს სასჯელაღსრულების სისტემა აღარ არის ორიენტირებული პირის მხოლოდ იზოლაციაზე, არამედ ხელს უწყობს მის რესოციალიზაციას საგანმანათლებლო, დასაქმების და სხვა სახის პროგრამებით, რათა ის რეაბილიტირებული დაუბრუნდეს საზოგადოებას“, - განაცხადა მინისტრმა და მზადყოფნა გამოთქვა, ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანაშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის. 

ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა. 

„დღევანდელ შეხვედრას ძალიან პოზიტიურად ვაფასებ. ვეთანხმები ბატონ მინისტრს, რომ აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს, მათ შორის გამოცდილების გაზიარების მხრივ. კომუნიკაციის განვითარებას საელჩო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ჩვენ თანამშრომლობა ეკონომიკური კუთხითაც შეგვიძლია, ასევე, წარმოების განვითარების ორგანიზების მხრივ, ჩვენი გამოცდილების გაზიარების მიმართულებით“, - განაცხადა მიხაილ მიატლიკოვმა. 

მხარეებმა შეხვედრაზე სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს და თანამშრომლობის მიმართულებები გამოკვეთეს. ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა კახა კახიშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში მიიწვია. თავის მხრივ, მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, უმასპინძლოს ბელარუს კოლეგებს საქართველოში ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით. 

მსგავსი სიახლეები
მარინა დარახველიძე წითელას ვირუსის შესახებ – გადაცემაში “იმედის დილა”

19 თებერვალი, 2018

წითელას ვირუსის შესახებ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარინა დარახველიძემ გადაცემაში “იმედის დილა” ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტრო The post მარინა...

მეტი
ექთნების დეფიციტი

ექთნების დეფიციტი

19 თებერვალი, 2018

წნორში სოციალურმა საწარმომ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით მოხუც წყვილებს უმასპინძლა

14 თებერვალი, 2018

„ცოდნის კაფეს“ წარმომადგენლებმა ხუთი მოხუცი წყვილი წნორიდან, ასევე სოფლებიდან ვაქირიდან და ქვემო მაჩხაანიდან კაფეში მიიწვიეს, სადაც მათ რომანტიული გარემო და ვალენტინობისთვის მომზადებული ვახშამი...

მეტი

კახა კახიშვილი ბელარუსის ელჩს საქართველოში მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა

კახა კახიშვილი ბელარუსის ელჩს საქართველოში მიხაილ მიატლიკოვს შეხვდა
22:33 | 24 მარტი, 2017

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოს ხელისუფლების სისხლის სამართლებრივ პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო პენიტენციური და პრობაციის სისტემების რეფორმირების კუთხით, რეგიონში მოწინავე ქვეყანა გახდა. 

„2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მასშტაბური რეფორმა განხორციელდა, რომლის მიზანი იყო სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვა, პატიმართა სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესება და მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვა. შედეგად, დღეს სასჯელაღსრულების სისტემა აღარ არის ორიენტირებული პირის მხოლოდ იზოლაციაზე, არამედ ხელს უწყობს მის რესოციალიზაციას საგანმანათლებლო, დასაქმების და სხვა სახის პროგრამებით, რათა ის რეაბილიტირებული დაუბრუნდეს საზოგადოებას“, - განაცხადა მინისტრმა და მზადყოფნა გამოთქვა, ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის თანაშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის. 

ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრა. 

„დღევანდელ შეხვედრას ძალიან პოზიტიურად ვაფასებ. ვეთანხმები ბატონ მინისტრს, რომ აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს, მათ შორის გამოცდილების გაზიარების მხრივ. კომუნიკაციის განვითარებას საელჩო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ჩვენ თანამშრომლობა ეკონომიკური კუთხითაც შეგვიძლია, ასევე, წარმოების განვითარების ორგანიზების მხრივ, ჩვენი გამოცდილების გაზიარების მიმართულებით“, - განაცხადა მიხაილ მიატლიკოვმა. 

მხარეებმა შეხვედრაზე სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს და თანამშრომლობის მიმართულებები გამოკვეთეს. ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა კახა კახიშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში მიიწვია. თავის მხრივ, მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, უმასპინძლოს ბელარუს კოლეგებს საქართველოში ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით. 

ავტორი: ადმინისტრატორი