ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საკითხზე თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ადმინისტრატორი

მიმდინარე წლის 17 მარტს, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში გაიმართა საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ილსა-საქართველო) პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „თანამედროვე გამოწვევები საერთაშორისო სისხლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში“.

კონფერენცია გაიმართა საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობის - ილსა საქართველოს (ILSA Georgia) ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.

მონაწილე მომხსენებლები (საქართველოს უმაღლესი განათლების სხვადასხვა დაწესებულებებიდან) წარსდგნენ, როგორც დამსწრე აუდიტორიისა და საერთაშორისო სამართლის პროფესორების ჟიურის წინაშე, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, პროფესორი ირინე ქურდაძე და პროფესორი ქეთევან ხუციშვილი.

კონფერენციის ბოლოს გამოვლინდნენ, როგორც კონფერენციის, ასევე - ცალკეულ კატეგორიებში გამარჯვებული მომხსენებლები. კონფერენციის გამარჯვებულები გახდნენ: I ადგილი - დავით ჯავახიშვილი და ანა ბადალაშვილი; II ადგილი - გია მარკოიძე და ხატია ზუხუბაია; III ადგილი - ვახტანგ ნოღაიდელი და თამარ კაპანაძე.

გამარჯვებულებს და მონაწილეებს, ილსა-საქართველოს (ILSA Georgia) სახელით, გადაეცათ შესაბამისი ინგლისურენოვანი სერთიფიკატები და წამახალისებელი პრიზები. გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორმა და თსუ-ს საერთაშორისო სამართლის პროფესორმა, ირინე ბართაიამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, კონფერენციის გამარჯვებულები დააჯილდოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში პრაქტიკის გავლით, ხოლო ომარ მთივლიშვილი, ანა თაბაგარი და თამარ ონიანი - სსიპ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის უფასო კურსებით. ასევე, იუსტიციის სამინისტრომ კონფერენციის „საუკეთესო სპიკერის“ ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა ბუბა ბაღდავაძე.

„საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაცია - საქართველო“ დაარსდა 2016 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის სტუდენტების - გიორგი ბაღდავაძის, გიორგი ნაკაშიძის, ბექა თაბაგარისა და გურამ ღვინჯილიას ინიციატივით. „ILSA“ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციას, რომელიც აერთიანებს 500-მდე უმაღლეს სასწავლებელს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.

ჰარვარდის იურიდიული სკოლის პროფესორმა რიჩარდ ბაქსტერმა და პრეფესორმა სტეფან შვებელმა (მოგვიანებით, საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი) საფუძველი ჩაუყარეს ''ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლოს შეჯიბრს''(Jessup International Law Moot Court Competition), რომელიც პირველად ჩატარდა 1960 წლის 8 მაისს ჰარვარდის უნივერსიტეტში. პირველი იმიტირებული პროცესის შემდეგ გაჩნდა იდეა შექნილიყო ორგანიზაცია საერთაშორისო სამართლის სტუდენტებისთვის, რომელიც დაეხმარებოდა მათ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და მიზნების, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების, სამართლებრივი სისტემების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, საერთაშორისო დონეზე ცოდნისა და პროფესიული უნარების განვითარებაში.

ილსა-საქართველო (ILSA Georgia) უკვე აქტიურად მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც განხორციელდება უახლოეს მომავალში და რომელთა მიზანს წარმოადგენს სტუდენტების ცნობიერების ამაღლება საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა დარგში და სამართლის მოცემული სფეროს პოპულარიზაციას საქართველოში.

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

19 სექტემბერი, 2017

20 სექტემბერს, 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქალაქ სენაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საკითხზე თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საკითხზე თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
09:52 | 21 მარტი, 2017

კონფერენცია გაიმართა საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობის - ილსა საქართველოს (ILSA Georgia) ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.

მონაწილე მომხსენებლები (საქართველოს უმაღლესი განათლების სხვადასხვა დაწესებულებებიდან) წარსდგნენ, როგორც დამსწრე აუდიტორიისა და საერთაშორისო სამართლის პროფესორების ჟიურის წინაშე, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, პროფესორი ირინე ქურდაძე და პროფესორი ქეთევან ხუციშვილი.

კონფერენციის ბოლოს გამოვლინდნენ, როგორც კონფერენციის, ასევე - ცალკეულ კატეგორიებში გამარჯვებული მომხსენებლები. კონფერენციის გამარჯვებულები გახდნენ: I ადგილი - დავით ჯავახიშვილი და ანა ბადალაშვილი; II ადგილი - გია მარკოიძე და ხატია ზუხუბაია; III ადგილი - ვახტანგ ნოღაიდელი და თამარ კაპანაძე.

გამარჯვებულებს და მონაწილეებს, ილსა-საქართველოს (ILSA Georgia) სახელით, გადაეცათ შესაბამისი ინგლისურენოვანი სერთიფიკატები და წამახალისებელი პრიზები. გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორმა და თსუ-ს საერთაშორისო სამართლის პროფესორმა, ირინე ბართაიამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, კონფერენციის გამარჯვებულები დააჯილდოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში პრაქტიკის გავლით, ხოლო ომარ მთივლიშვილი, ანა თაბაგარი და თამარ ონიანი - სსიპ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრის უფასო კურსებით. ასევე, იუსტიციის სამინისტრომ კონფერენციის „საუკეთესო სპიკერის“ ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა ბუბა ბაღდავაძე.

„საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაცია - საქართველო“ დაარსდა 2016 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის სტუდენტების - გიორგი ბაღდავაძის, გიორგი ნაკაშიძის, ბექა თაბაგარისა და გურამ ღვინჯილიას ინიციატივით. „ILSA“ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სტუდენტთა ასოციაციას, რომელიც აერთიანებს 500-მდე უმაღლეს სასწავლებელს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.

ჰარვარდის იურიდიული სკოლის პროფესორმა რიჩარდ ბაქსტერმა და პრეფესორმა სტეფან შვებელმა (მოგვიანებით, საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი) საფუძველი ჩაუყარეს ''ჯესაპის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლოს შეჯიბრს''(Jessup International Law Moot Court Competition), რომელიც პირველად ჩატარდა 1960 წლის 8 მაისს ჰარვარდის უნივერსიტეტში. პირველი იმიტირებული პროცესის შემდეგ გაჩნდა იდეა შექნილიყო ორგანიზაცია საერთაშორისო სამართლის სტუდენტებისთვის, რომელიც დაეხმარებოდა მათ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და მიზნების, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების, სამართლებრივი სისტემების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, საერთაშორისო დონეზე ცოდნისა და პროფესიული უნარების განვითარებაში.

ილსა-საქართველო (ILSA Georgia) უკვე აქტიურად მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომლებიც განხორციელდება უახლოეს მომავალში და რომელთა მიზანს წარმოადგენს სტუდენტების ცნობიერების ამაღლება საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა დარგში და სამართლის მოცემული სფეროს პოპულარიზაციას საქართველოში.

ავტორი: ადმინისტრატორი