21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

ადმინისტრატორი

21 მარტი ­ 2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. საქართველო დაუნის სინდომის დღეს წელს მეხუთედ ღნიშნავს.

დაუნის სინდრომით ყოველი 800 ბავშვიდან ერთი იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი არა დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად.­ დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, ხდებიან ინფრომაციის გამავრცელებლები და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას - წვლილი შეაქვთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდში, რომელიც უფლებების დაცვასა და სტიგმის დაძლევაზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები
ყველაზე დაუცველ ადამიანებს ყველაზე სასტიკად ექცევიან

22 მაისი, 2017

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფსიქიურად დაავადებულ მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება. „ჯანდაცვის სამინისტრო მკვლელია!  თვე არ გავა, ფსიქიურად დაავადებულმა...

მეტი

ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვებma თბილისში კონცერტი გამართეს

23 მაისი, 2017

23 მაისს ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ბავშვები თბილისს ესტუმრნენ. 60-მდე მოსწავლე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში სპეციალურად ღია კარის დღესთან დაკავშირებით მოიწვიეს,-...

მეტი

21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
01:07 | 21 მარტი, 2017

დაუნის სინდრომით ყოველი 800 ბავშვიდან ერთი იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი არა დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად.­ დაუნი არის მეცნიერი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა „უთვალავი წინდის“ (LOTS OF SOCKS) ტრადიცია, რომლის მიზანიც მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, ხდებიან ინფრომაციის გამავრცელებლები და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას - წვლილი შეაქვთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდში, რომელიც უფლებების დაცვასა და სტიგმის დაძლევაზე მუშაობს.

ავტორი: ადმინისტრატორი