იდა ბახტურიძე: საქართველოში ქალებს რეალიზების შესაძლებლობები ბავშვობიდან ეზღუდებათ

იდა ბახტურიძე: საქართველოში ქალებს რეალიზების შესაძლებლობები ბავშვობიდან ეზღუდებათ

"დღეს, ქალებს საქართველოში რეალიზების სფეროები აქვთ შეზღუდული. რეალიზების შესაძლებლობები ქალებს ბავშვობიდან ეზღუდებათ. საერთოდ ნათქვამია, როდესაც იგებენ უკვე სქესს, ჩანასახშივე ხდება ქალის ჩაგვრა",- ამის შესახებ "ქალთა მოძრაობა"-ს წევრმა იდა ბახტურიძემ გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" განაცხადა.   

"მაგალითად, როდესაც ბავშვი იზრდება და სოციალიზაციას გადის, იწყება ვინ როგორ უნდა მოიქცეს. კაცი წახალისებულია, რომ იყოს აქტიური, აგრესიული, მომთხოვნი, მათ შორის ძალადობრივად მოითხოვოს რაღაცეები.

ქალის შემთხვევაში კი პირიქით, ის მუდმივად უნდა ითმენდეს და ელოდებოდეს. ეს არის ის მოცემულობები, რაც შემდეგში ზრდის სხვადასხვა შესაძლებლობებს. მათ შორის გვისაზღვრავენ ვინ, რომელ სფეროში უნდა მოღვაწეობდეს და ვიღებდეთ განათლებას. პოლიტიკა და ის სფერო, სადაც მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ არის ქალების სფერო", - განაცხადა იდა ბახდტურიძემ. 

თბილისის N109 ბაგა-ბაღმა ფუნქციონირება ალტერნატიულ ფართში გააგრძელა

თბილისის N109 ბაგა-ბაღმა ფუნქციონირება ალტერნატიულ ფართში გააგრძელა

4 წუთის წინ

როგორც მერიაში აცხადებენ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, ბაღის ადმინისტრაციისა და კომპანია „დირსის“ წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით, ალტერნატიული ფართის მცირე ინფრასტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, შენობის...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036