მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი, დევიდ როკფელერი გარდაიცვალა

ადმინისტრატორი

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი, დევიდ როკფელერი გარდაიცვალა,-ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, იგი 101 წლის ასაკში, ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

ჟურნალ Forbes-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მილიარდერთა რეიტინგში როკფელერს 581-ე ადგილი უკავია და მისი ქონება $ 3.3 მლრდ-ს შეადგენს. Forbes-ის რეიტინგის ავტორებმა მას მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი უწოდეს.

დევიდ როკფელერი ამერიკელი მილიარდერის, კომპანია Standard Oil-ის დამფუძნებლის, ჯონ როკფელერის შვილიშვილი იყო.

ჯონ როკფელერი ამერიკელი ბიზნესმენი და მსოფლიოს პირველი მილიარდერი იყო. მისი ქონება სიმდიდრის მწვერვალზე 318 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა და ამ დროს იგი 74 წლის იყო. ახალგაზრდობაში როკფელერი მხოლოდ ორ რამეზე ოცნებობდა: ეშოვა 100 ათასი დოლარი და ეცოცხლა 100 წელი. იგი გარდაიცვალა ორი თვით ადრე, სანამ 98 წლის გახდებოდა, თუმცა პირველი ოცნება მან აისრულა.

მსგავსი სიახლეები
ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში

24 მარტი, 2017

სპეციალისტებს მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვთ. ფაქტები, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული წამლები იყიდება, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა უამრავი ადამიანი ჩივის, რომ მკურნალობას ხშირად არ...

მეტი

სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა

25 მარტი, 2017

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ვაზისუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასრულა,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.  სამინისტროს ცნობით, პროექტი ევროპის საინვესტიციო...

მეტი

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი, დევიდ როკფელერი გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი, დევიდ როკფელერი გარდაიცვალა
19:05 | 20 მარტი, 2017

გამოცემის თანახმად, იგი 101 წლის ასაკში, ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

ჟურნალ Forbes-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მილიარდერთა რეიტინგში როკფელერს 581-ე ადგილი უკავია და მისი ქონება $ 3.3 მლრდ-ს შეადგენს. Forbes-ის რეიტინგის ავტორებმა მას მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი უწოდეს.

დევიდ როკფელერი ამერიკელი მილიარდერის, კომპანია Standard Oil-ის დამფუძნებლის, ჯონ როკფელერის შვილიშვილი იყო.

ჯონ როკფელერი ამერიკელი ბიზნესმენი და მსოფლიოს პირველი მილიარდერი იყო. მისი ქონება სიმდიდრის მწვერვალზე 318 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა და ამ დროს იგი 74 წლის იყო. ახალგაზრდობაში როკფელერი მხოლოდ ორ რამეზე ოცნებობდა: ეშოვა 100 ათასი დოლარი და ეცოცხლა 100 წელი. იგი გარდაიცვალა ორი თვით ადრე, სანამ 98 წლის გახდებოდა, თუმცა პირველი ოცნება მან აისრულა.

ავტორი: ადმინისტრატორი