გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იბრაჰიმ რაჰიმფურს შეხვდა

ადმინისტრატორი

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იბრაჰიმ რაჰიმფურმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ირანის ელჩი საქართველოში სეიდ ჯავად ყავამშაჰიდი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ირანსა და საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროებში.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან ირანში პროდუქციის ექსპორტი 30%-ით არის გაზრდილი. ძირითად საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენს ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, ცხვრის ხორცი და სხვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია პოტენციალი ირანში ასევე განახორციელოს მინერალური და მტკნარი წყლების, ხილ-ბოსტნეულის წვენებისა და კონსერვების, ჩაის და შაქრის შემცველი გაზიანი სასმელების ექსპორტი.

გიორგი გახარიამ და იბრაჰიმ რაჰიმფურმა ტურიზმის სფეროში აქტიური ურთიეთთანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ირანი, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, მე-6 ადგილს იკავებს 15 ტოპ-ქვეყანას შორის. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს, საქართველოში ირანიდან 147 915 ტურისტი შემოვიდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება.

ფალსიფიცირებული წამლებით მოტყუებული ადამიანები და წამლის შეთავაზების მეთოდები აფთიაქში

24 მარტი, 2017

სპეციალისტებს მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვთ. ფაქტები, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული წამლები იყიდება, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა უამრავი ადამიანი ჩივის, რომ მკურნალობას ხშირად არ...

მეტი

22 მარტს ქალაქ გორის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება

21 მარტი, 2017

22 მარტს, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, ქალაქი გორის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. "წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია გეგმიური...

მეტი

გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იბრაჰიმ რაჰიმფურს შეხვდა

გახარია ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იბრაჰიმ რაჰიმფურს შეხვდა
16:50 | 20 მარტი, 2017

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იბრაჰიმ რაჰიმფურმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ირანის ელჩი საქართველოში სეიდ ჯავად ყავამშაჰიდი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ირანსა და საქართველოს შორის აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროებში.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან ირანში პროდუქციის ექსპორტი 30%-ით არის გაზრდილი. ძირითად საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენს ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, სამკურნალო საშუალებები, ცხვრის ხორცი და სხვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია პოტენციალი ირანში ასევე განახორციელოს მინერალური და მტკნარი წყლების, ხილ-ბოსტნეულის წვენებისა და კონსერვების, ჩაის და შაქრის შემცველი გაზიანი სასმელების ექსპორტი.

გიორგი გახარიამ და იბრაჰიმ რაჰიმფურმა ტურიზმის სფეროში აქტიური ურთიეთთანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ირანი, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, მე-6 ადგილს იკავებს 15 ტოპ-ქვეყანას შორის. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს, საქართველოში ირანიდან 147 915 ტურისტი შემოვიდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატება.

ავტორი: ადმინისტრატორი