The World Happiness Report: დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ნორვეგიაა

ადმინისტრატორი

გაერთიანებული ერების სააგენტოს The World Happiness Report-ის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ნორვეგიაა.

მომდევნო პოზიციაზეა: დანია, ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი. დედამიწაზე ყველაზე უბედური ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა იემენი და სამხრეთ სუდანის, სადაც შიმშილობაა.

დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ქვეყნების კატეგორია რამდენიმე კრიტერიუმით იზომება, მათ შორის ეკონომიკური სიძლიერით (მშპ ერთ სულ მოსახლეზე), სოციალური დახმარებით, სიცოცხლის, არჩევანის თავისუფლებით, გულუხვობითა და კორუფციის აღქმით.

დედამიწაზე „უბედური ქვეყნების“ ათეული ასე გამოიყურება: იემენი, სამხრეთ სუდანი, ლიბია, გვინეა, ტოგო, რუანდა, სირია, ტანზანია, ბურუნდი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. მსოფლიო ბედნიერების ანგარიში გაერო-ს ბედნიერების საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა, რომელიც ამა წლის 20 მარტს გაიმართა.

დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ქვეყნების კატეგორიაში საქართველო რეიტინგში 155 ქვეყნიდან, 125-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველო მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 126-ე ადგილზე იყო. 2015 წელს კი ქვეყანა აღნიშნულ რეიტინგში 139-ე პოზიციას იკავებდა

მსგავსი სიახლეები
ი.ციციშვილის კლინიკაში განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა

13 სექტემბერი, 2017

ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ქრონიკული კრიტიკული მდგომარეობების განყოფილებას ანი ჩხაიძის სახელი მიენიჭა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

19 სექტემბერი, 2017

20 სექტემბერს, 07:00 საათიდან 08:00 საათამდე, ქალაქ სენაკის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია...

მეტი

The World Happiness Report: დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ნორვეგიაა

The World Happiness Report: დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ქვეყანა ნორვეგიაა
18:33 | 20 მარტი, 2017

მომდევნო პოზიციაზეა: დანია, ისლანდია, შვეიცარია, ფინეთი, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და შვედეთი. დედამიწაზე ყველაზე უბედური ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა იემენი და სამხრეთ სუდანის, სადაც შიმშილობაა.

დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ქვეყნების კატეგორია რამდენიმე კრიტერიუმით იზომება, მათ შორის ეკონომიკური სიძლიერით (მშპ ერთ სულ მოსახლეზე), სოციალური დახმარებით, სიცოცხლის, არჩევანის თავისუფლებით, გულუხვობითა და კორუფციის აღქმით.

დედამიწაზე „უბედური ქვეყნების“ ათეული ასე გამოიყურება: იემენი, სამხრეთ სუდანი, ლიბია, გვინეა, ტოგო, რუანდა, სირია, ტანზანია, ბურუნდი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. მსოფლიო ბედნიერების ანგარიში გაერო-ს ბედნიერების საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა, რომელიც ამა წლის 20 მარტს გაიმართა.

დედამიწაზე ყველაზე ბედნიერი ქვეყნების კატეგორიაში საქართველო რეიტინგში 155 ქვეყნიდან, 125-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველო მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 126-ე ადგილზე იყო. 2015 წელს კი ქვეყანა აღნიშნულ რეიტინგში 139-ე პოზიციას იკავებდა

ავტორი: ადმინისტრატორი