მათიკაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: გარკვეული წითელი ხაზებია, როცა სახელმწიფოებრივად უნდა ვაზრონებდეთ

ადმინისტრატორი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" ეხმაურება პრეზიდენტის მხრიდნ ე.წ მოსმენების კანონზე დადებულ ვეტოს და აცხადებს, რომ მოტივირებულ შენიშვნებს გაეცნობა მართველი გუნდი. მისი განცხადებით, ვეტოს ასეთი ხშირი გამოყენება მიუთითებს მის სხვანაირ მორფოლოგიაზე. 

"ჩვენ მოტივირებულ შენიშვნებს ცხადია გავეცნობით. პრეზიდენტი ისევ დაადგა ვეტოს გზას. მე მეტის მოლოდინი მქონდა. ვეტოს ასე ყველა ჯერზე გამოყენება, კი მისი დისკრეციაა და არავინ არ ართმევს, ცხადია პრეზიდენტი გამოიყენებს როცა მოუნდება, მაგრამ ცოტა სხვანაირ მორფოლოგიაზე მეტყველებს.

აქ არის სამწუხარო მომენტი. არის გარკვეული წითელი ხაზები როცა სახელმწიფოებრივად უნდა ვაზრონებდეთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ საკითხი ეხება უსაფრთხოებას. ჩვენ ვართ გლობალურ სისტემაში ჩართულები მადლობა ღმერთს რომ საქართველოში არ ხდება ის რაც ხდებოდა და ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ტერაქტებთან მიმართებაში. თქვენ გგონიათ შესაბამის უწყებებს ძინავთ და მაინც ასეთი სიტუაციაა? არა! მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მობილური ისნტრუმენტი", - განაცხადა მათიკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
აუდიტის ვარაუდით, იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საშიში ვაქცინები გამოიყენეს

17 იანვარი, 2018

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის...

მეტი

ვაზიანი–გომბორი–თელავის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული

15 იანვარი, 2018

საავტმობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ57 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა...

მეტი

მათიკაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: გარკვეული წითელი ხაზებია, როცა სახელმწიფოებრივად უნდა ვაზრონებდეთ

მათიკაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: გარკვეული წითელი ხაზებია, როცა სახელმწიფოებრივად უნდა ვაზრონებდეთ
17:54 | 20 მარტი, 2017

"ჩვენ მოტივირებულ შენიშვნებს ცხადია გავეცნობით. პრეზიდენტი ისევ დაადგა ვეტოს გზას. მე მეტის მოლოდინი მქონდა. ვეტოს ასე ყველა ჯერზე გამოყენება, კი მისი დისკრეციაა და არავინ არ ართმევს, ცხადია პრეზიდენტი გამოიყენებს როცა მოუნდება, მაგრამ ცოტა სხვანაირ მორფოლოგიაზე მეტყველებს.

აქ არის სამწუხარო მომენტი. არის გარკვეული წითელი ხაზები როცა სახელმწიფოებრივად უნდა ვაზრონებდეთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ საკითხი ეხება უსაფრთხოებას. ჩვენ ვართ გლობალურ სისტემაში ჩართულები მადლობა ღმერთს რომ საქართველოში არ ხდება ის რაც ხდებოდა და ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ტერაქტებთან მიმართებაში. თქვენ გგონიათ შესაბამის უწყებებს ძინავთ და მაინც ასეთი სიტუაციაა? არა! მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მობილური ისნტრუმენტი", - განაცხადა მათიკაშვილმა. 

ავტორი: ადმინისტრატორი