ელისაშვილი: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო ბესელიას ქუსლის ქვეშ არის მოქცეული

იაგო ნაცვლიშვილი

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

ამის შესახებ ელისაშვილმა „აიპრესს“ განუცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სასამართლო და პროკურატურა ეკა ბესელიას მიერ იმართება.

„არანაირი ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. ეს იყო ძალიან სამარცხვინო გადწყვეტილება, რაც მოსამართლე ქეთევან კუჭავამ გამოიტანა. ეს სულით და ხურცით მურუსიძეების, ნაზღაიძეების და ურთმელიძის თანამოაზრეა. შესაბამისად, ვაპირებ, რომ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრო კანონით დადგენილ ვადებში. 20-დან 30 დღემდე ვადაში უნდა ჩამბარდეს გადაწყვეტილება, შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებ.

დღეს კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ სასამართლოც და პროკურატურაც ეკა ბესელიას ქუსლის ქვეშ არის მოქცეული.  სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბესელიას სახე მიიღო. ამით „ოცნებას“ იმის თქმა უნდოდა, რომ თუ საყოველთაო მექრთამის ეკა ბესელიას წინააღმდეგ ვინმე ხმას ამოიღებს, ისე მოექცევიან როგორც ელისაშვილს. თუ ჰგონიათ, რომ ამით მე შევშინდები, ძალიან ცდებიან. როგორც ერთი გადარეული კაცი იტყოდა წინა ხელისუფლებიდან - ნურას უკაცრავად!“, - განუცხადა ალეკო ელისაშვილმა „აიპრესს“.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალეკო ელისაშვილს ეკა ბესელიას წინააღმდეგ განცხადებების უარყოფა იგივე ტელეეთერის საშუალებით დაევალა და ასევე ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქმე ეხებოდა, საჯარო განცხადებებს, სადაც ელისაშვილი ბესელიას პატიმართა შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა. ბესელია ელისაშვილისთვის 10 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა.

მსგავსი სიახლეები
საქართველო ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე (EASL 2017)

22 აპრილი, 2017

19-23 აპრილს, ქალაქ ამსტერდამში იმართება ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი. კონგრესს ესწრება წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოდან – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური...

მეტი

სამედიცინო კორპორაცია

სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა

22 აპრილი, 2017

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას შეუერთდა. დასუფთავების აქციაში ევექსის ქსელში არსებული რეფერალური ჰოსპიტალები ჩაერთვნენ. ...

მეტი

ელისაშვილი: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო ბესელიას ქუსლის ქვეშ არის მოქცეული

ელისაშვილი: კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო ბესელიას ქუსლის ქვეშ არის მოქცეული
17:25 | 20 მარტი, 2017

ამის შესახებ ელისაშვილმა „აიპრესს“ განუცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სასამართლო და პროკურატურა ეკა ბესელიას მიერ იმართება.

„არანაირი ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ. ეს იყო ძალიან სამარცხვინო გადწყვეტილება, რაც მოსამართლე ქეთევან კუჭავამ გამოიტანა. ეს სულით და ხურცით მურუსიძეების, ნაზღაიძეების და ურთმელიძის თანამოაზრეა. შესაბამისად, ვაპირებ, რომ ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრო კანონით დადგენილ ვადებში. 20-დან 30 დღემდე ვადაში უნდა ჩამბარდეს გადაწყვეტილება, შემდეგ უკვე სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებ.

დღეს კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ სასამართლოც და პროკურატურაც ეკა ბესელიას ქუსლის ქვეშ არის მოქცეული.  სამწუხაროა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ბესელიას სახე მიიღო. ამით „ოცნებას“ იმის თქმა უნდოდა, რომ თუ საყოველთაო მექრთამის ეკა ბესელიას წინააღმდეგ ვინმე ხმას ამოიღებს, ისე მოექცევიან როგორც ელისაშვილს. თუ ჰგონიათ, რომ ამით მე შევშინდები, ძალიან ცდებიან. როგორც ერთი გადარეული კაცი იტყოდა წინა ხელისუფლებიდან - ნურას უკაცრავად!“, - განუცხადა ალეკო ელისაშვილმა „აიპრესს“.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალეკო ელისაშვილს ეკა ბესელიას წინააღმდეგ განცხადებების უარყოფა იგივე ტელეეთერის საშუალებით დაევალა და ასევე ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქმე ეხებოდა, საჯარო განცხადებებს, სადაც ელისაშვილი ბესელიას პატიმართა შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა. ბესელია ელისაშვილისთვის 10 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი