სასამართლო: ალეკო ელისაშვილს ეკა ბესელიაზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაეკისრა

ადმინისტრატორი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე ქეთევან კუჭავამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას საჩივარი.

2017 წლის 20 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ეკა ბესელიას სამოქალაქო სარჩელი ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ, მედიაში გავრცელებული ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის სახით 20 500 ლარის ანაზღაურების შესახებ. წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებას შეგებებული სარჩელით უპასუხა ალექსანდრე ელისაშვილმა და თავის მხრივ, მოითხოვა ეკა ბესელიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა.

საქმე ეხება, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც :

"ეკა ბესელია, მასზე როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე ახდენდა ზეწოლას და როგორც პოლიტიკოსი, პატიმრების ციხიდან გამოშვებისთვის იღებდა ფულს".

ალექსანდრე ელისაშვილი კი ეკა ბესელიას ედავება იმ განცხადებების გამო, რომლითაც ელისაშვილს მოიხსენიებს თაღლითად, კორუფციული გარიგების მონაწილედ და ბრალს სდებს სიცრუეში.

სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი გარემოებანი და ეკა ბესელიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო ალექსანდრე ელისაშვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე ეკა ბესელიას მოთხოვნა სარჩელით სადავო განცხადებების იმ ნაწილის უარყოფასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს მიერ მტკიცებითი ფორმით დანაშაულის შემცველი ინფორმაციის გავრცელებად შეფასდა. ამასთან, მოსარჩელე ეკა ბესელიამ შეძლო მის მიმართ გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობის დამტკიცება, იმავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგების სასამართლოში წარმოდგენის გზით.

სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული დანიშნულებისა და უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად უფლებაში ჩარევის თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიან და გონივრულ ოდენობად მიიჩნია და მორალური ზიანის სახით მოპასუხეს დააკისრა 1000 ლარის ანაზღაურება.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის მიერ წარმოდგენილ სარჩელს, მასში მითითებული სადავო განცხადებები სასამართლომ მიიჩნია შეფასებით მსჯელობად, რიგ შემთხვევებში კომენტარად და პიროვნების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვად. ვინაიდან, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს გავრცლებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი მთავარი დაავადებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

16 ოქტომბერი, 2017

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საინფორმაციო სააგენტოებში, საქართველოში სიკვდილიანობის გამომწვევი მთავარი დაავადებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

17 ოქტომბერი, 2017

17 ოქტომბრის 08:00 საათიდან 18 ოქტომბრის 12:00 საათამდე ჭიათურაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია...

მეტი

სასამართლო: ალეკო ელისაშვილს ეკა ბესელიაზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაეკისრა

სასამართლო: ალეკო ელისაშვილს ეკა ბესელიაზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაეკისრა
17:13 | 20 მარტი, 2017

2017 წლის 20 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ეკა ბესელიას სამოქალაქო სარჩელი ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ, მედიაში გავრცელებული ცნობების უარყოფისა და მორალური ზიანის სახით 20 500 ლარის ანაზღაურების შესახებ. წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებას შეგებებული სარჩელით უპასუხა ალექსანდრე ელისაშვილმა და თავის მხრივ, მოითხოვა ეკა ბესელიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა.

საქმე ეხება, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც :

"ეკა ბესელია, მასზე როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარეზე ახდენდა ზეწოლას და როგორც პოლიტიკოსი, პატიმრების ციხიდან გამოშვებისთვის იღებდა ფულს".

ალექსანდრე ელისაშვილი კი ეკა ბესელიას ედავება იმ განცხადებების გამო, რომლითაც ელისაშვილს მოიხსენიებს თაღლითად, კორუფციული გარიგების მონაწილედ და ბრალს სდებს სიცრუეში.

სასამართლომ მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მნიშვნელოვანი გარემოებანი და ეკა ბესელიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო ალექსანდრე ელისაშვილის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე ეკა ბესელიას მოთხოვნა სარჩელით სადავო განცხადებების იმ ნაწილის უარყოფასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს მიერ მტკიცებითი ფორმით დანაშაულის შემცველი ინფორმაციის გავრცელებად შეფასდა. ამასთან, მოსარჩელე ეკა ბესელიამ შეძლო მის მიმართ გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობის დამტკიცება, იმავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგების სასამართლოში წარმოდგენის გზით.

სასამართლომ, მორალური ზიანის ანაზღაურების პრევენციული დანიშნულებისა და უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად უფლებაში ჩარევის თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიან და გონივრულ ოდენობად მიიჩნია და მორალური ზიანის სახით მოპასუხეს დააკისრა 1000 ლარის ანაზღაურება.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის მიერ წარმოდგენილ სარჩელს, მასში მითითებული სადავო განცხადებები სასამართლომ მიიჩნია შეფასებით მსჯელობად, რიგ შემთხვევებში კომენტარად და პიროვნების მიმართ დამოკიდებულების გამოხატვად. ვინაიდან, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში", - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს გავრცლებულ განცხადებაში. 

ავტორი: ადმინისტრატორი