პრეზიდენტი: გვჯერა, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ დადგა დრო, უკეთესი კანონები შევქმნათ

ადმინისტრატორი

"გვჯერა, რომ "ქართულ ოცნებას" შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ შესაძლებელია, ახლა დადგა დრო, უკეთესი კანონების შესაქმნელად მუშაობა დავიწყოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან საზოგადოებას ამცნო, რომ პარლამენტის მიერ დამტკციებულ "მოსმენების შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტში 2 ძირითადი ხარვეზი გამოიკვეთა.

"პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა ძირითადში 2 ხარვეზი. პირველი ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მეორე კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებად ხარჯები, რომლებსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაკიცო კომპანიებს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მან აქვე დასძინა, რომ ამ საკითხს ვეტოების გარკვეული ისტორია გააჩნია.

"2014 წლის 29 ნოემბერს, მე იგივე კანონს დავადე ვეტო. მაშინ საპარლამენტო უმრავლესობამ დიდი ზარზეიმით, როგორც წარმატება ამცნო საზოგადოებას, რომ მათ ვეტო დაძლიერს, მაგრამ მალევე, საკონსტიტუციო კომისიამ გააჩერა ამ კანონის მოქმედება და დღეს ჩვენ საკონსტიტუციო კომისიის მიერ მოცემულ ვადებში ვმუშაობთ, 2017 წლის 31 მარტამდე დაევალა პარლამენტს ახალი კანონის შემუშავება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის" შესახებ კანონპროექტიც გაიხსენა, რომელსაც ვეტო დაადო, თუმცა ის პარლამენტმა დაძლია.

"საერთოდ საზოგადოებას მინდა გავახსენო ვეტოების ისტორია, რადგან კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ ამაზე. მე ვეტო "ეროვნული ბანკის" კანონმდებლობის შესახებ გამოვიყენე და სულ რამოდენიმე დღეში მომივა ხელმისაწერად ახალი კანონი, რომელიც ამ მიმართულებით შეიქმნა. მინდა გაგახსენოთ, კოალიციურმა უმრავლესობამ საზოგადოებას ამცნო იმ ვეტოს დაძლევა, მაგრამ მალევე საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ის ვეტო, ხოლო ახლა წელიწადნახევრის მერე, ჩვენ ვხედავთ ახალ ნამუშევარს, ახალ კანონპროექტს, რომელიც სიტყვასიტყვით იმეორებს იმ პოზიციებს, რაც მე ვეტოში მქონდა დაფიქსირებული, რომელიც ასეთი დიდი წარმატებით დაძლია საპარლამენტო უმრავლესობამ.

მიმდინარე წელს 25 იანვარს მე გამოვიყენე ვეტოს უფლება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში. აქაც საზოგადოებას ამცნეს, რომ შესაძლებელია ვეტოს დაძლევა და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ძალიან მალევე, 15 თებერვალს, ამ კანონთან მიმართებაშიც, საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც მე ვეტოში მქონდა მითითებული. ანუ, საზოგადოებას შეუძლია ადევნოს თვალი ვეტოების ისტორიას და იმ შედეგებს, რასაც არა უბრალოდ საპარლამენტო უმრავლესობები, არამედ ქვეყანა იღებს ამ ვეტოების დაძლევის პრაქტიკიდან გამომდინარე.

მე მინდა საპარლამენტო საკონსტიტუციო უმრავლესობას მივმართო, რადგან მე არაერთხელ გავიგე განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს ვეტოც დაიძლევა. პატივცემულო ბატონებო, მე ვიცი რომ თქვენ გაგაჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის თაობაზე ინფორმირებულია მთლიანად საზოგადოება, ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ, ამ ვეტოს წერის პროცესში, მანამ, სანამ კანონპროექტი იქნებოდა მიღებული, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს, როგოც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან. ვეტო-ს წერის პროცესში მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტაციები, შესაბამისად, იცით რა, რომ გვჯერა, "ქართულ ოცნებას" შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ შესაძლებელია ახლა დადგა დრო , დავიწყოთ მუშაობა, რომ უკეთესი კანონები შევქმნათ. იმ ფონზე, როდესაც გვესმის ყველას, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ შესაძლებელია დრო დადგეს, ჩავუღრმავდეთ ამ კანონპროექტს, ჩვენ შენიშნვენს, ამ ვეტო-ს დაძლევის დემონსტირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

დასაქმების კვირეულის შედეგად კიდევ 365 ადამიანი დასაქმდა

24 აპრილი, 2017

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგის მასშტაბური დასაქმების კვირეული შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ და „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გაყიდვების დირექტორმა გურამ მუსხელიშვილმა...

მეტი

ქუთაისის მერიის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მცირეწლოვანი დაშავდა

25 აპრილი, 2017

ქუთაისის მერიის წინ მცირეწლოვან ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა და ის ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციულ ცენტრშია გადაყვანილი. როგორც ,,აიპრესს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში...

მეტი

პრეზიდენტი: გვჯერა, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ დადგა დრო, უკეთესი კანონები შევქმნათ

პრეზიდენტი: გვჯერა, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ დადგა დრო, უკეთესი კანონები შევქმნათ
13:34 | 20 მარტი, 2017

"გვჯერა, რომ "ქართულ ოცნებას" შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ შესაძლებელია, ახლა დადგა დრო, უკეთესი კანონების შესაქმნელად მუშაობა დავიწყოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან საზოგადოებას ამცნო, რომ პარლამენტის მიერ დამტკციებულ "მოსმენების შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო.

მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტში 2 ძირითადი ხარვეზი გამოიკვეთა.

"პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა ძირითადში 2 ხარვეზი. პირველი ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მეორე კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებად ხარჯები, რომლებსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაკიცო კომპანიებს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მან აქვე დასძინა, რომ ამ საკითხს ვეტოების გარკვეული ისტორია გააჩნია.

"2014 წლის 29 ნოემბერს, მე იგივე კანონს დავადე ვეტო. მაშინ საპარლამენტო უმრავლესობამ დიდი ზარზეიმით, როგორც წარმატება ამცნო საზოგადოებას, რომ მათ ვეტო დაძლიერს, მაგრამ მალევე, საკონსტიტუციო კომისიამ გააჩერა ამ კანონის მოქმედება და დღეს ჩვენ საკონსტიტუციო კომისიის მიერ მოცემულ ვადებში ვმუშაობთ, 2017 წლის 31 მარტამდე დაევალა პარლამენტს ახალი კანონის შემუშავება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის" შესახებ კანონპროექტიც გაიხსენა, რომელსაც ვეტო დაადო, თუმცა ის პარლამენტმა დაძლია.

"საერთოდ საზოგადოებას მინდა გავახსენო ვეტოების ისტორია, რადგან კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ ამაზე. მე ვეტო "ეროვნული ბანკის" კანონმდებლობის შესახებ გამოვიყენე და სულ რამოდენიმე დღეში მომივა ხელმისაწერად ახალი კანონი, რომელიც ამ მიმართულებით შეიქმნა. მინდა გაგახსენოთ, კოალიციურმა უმრავლესობამ საზოგადოებას ამცნო იმ ვეტოს დაძლევა, მაგრამ მალევე საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ის ვეტო, ხოლო ახლა წელიწადნახევრის მერე, ჩვენ ვხედავთ ახალ ნამუშევარს, ახალ კანონპროექტს, რომელიც სიტყვასიტყვით იმეორებს იმ პოზიციებს, რაც მე ვეტოში მქონდა დაფიქსირებული, რომელიც ასეთი დიდი წარმატებით დაძლია საპარლამენტო უმრავლესობამ.

მიმდინარე წელს 25 იანვარს მე გამოვიყენე ვეტოს უფლება საერთო სასამართლოების შესახებ კანონში. აქაც საზოგადოებას ამცნეს, რომ შესაძლებელია ვეტოს დაძლევა და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ძალიან მალევე, 15 თებერვალს, ამ კანონთან მიმართებაშიც, საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც მე ვეტოში მქონდა მითითებული. ანუ, საზოგადოებას შეუძლია ადევნოს თვალი ვეტოების ისტორიას და იმ შედეგებს, რასაც არა უბრალოდ საპარლამენტო უმრავლესობები, არამედ ქვეყანა იღებს ამ ვეტოების დაძლევის პრაქტიკიდან გამომდინარე.

მე მინდა საპარლამენტო საკონსტიტუციო უმრავლესობას მივმართო, რადგან მე არაერთხელ გავიგე განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს ვეტოც დაიძლევა. პატივცემულო ბატონებო, მე ვიცი რომ თქვენ გაგაჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის თაობაზე ინფორმირებულია მთლიანად საზოგადოება, ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ, ამ ვეტოს წერის პროცესში, მანამ, სანამ კანონპროექტი იქნებოდა მიღებული, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს, როგოც არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან. ვეტო-ს წერის პროცესში მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტაციები, შესაბამისად, იცით რა, რომ გვჯერა, "ქართულ ოცნებას" შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ შესაძლებელია ახლა დადგა დრო , დავიწყოთ მუშაობა, რომ უკეთესი კანონები შევქმნათ. იმ ფონზე, როდესაც გვესმის ყველას, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ შესაძლებელია დრო დადგეს, ჩავუღრმავდეთ ამ კანონპროექტს, ჩვენ შენიშნვენს, ამ ვეტო-ს დაძლევის დემონსტირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

ავტორი: ადმინისტრატორი