სოფელ ჭანიეთში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ჭანიეთში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

"მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობს. ~

სამშენებლო სამშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კაპიტალ კონტრაქსშენი“ ახორციელებს.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით 1 600 000 ლარს შეადგენს.

ჭანიეთის საჯარო სკოლაში 43 მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სასწავლო პროცესს ჭანიეთის ადმინისტრაცულ შენობაში გადიან.

სოფელში ამბობენ, რომ კონტიგენტი ბევრად მეტია, თუმცა ძველი სკოლის ავარული მდგომარების გამო მოსწავლეები ქალაქ ოზურგეთის საჯარო სკოლებში სწავლობენ.

ჭანიეთის საჯარო სკოლის მშენებლობა 2018 წლის თებერვალში დასრულდება."- აღნიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

11 წუთის წინ

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ბათუმის მერიის ინფორმაციით ხანძრის შედეგად 7 ოჯახია დაზარალებული, ყველა მათგანს მერია დროებით საცხოვრებელ ფართში...

USD 2.4488
EUR 2.9944
GBP 3.4175
TRY 0.5979